192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
2019-02-08 14:00:07
საზოგადოება
დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით ქუთაისში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება
დავით აღმაშენებლის მეფედ კურთხევიდან 930 წელი შესრულდა. პირველი არხის უწყებით, დავითობის დღესასწაულს ქუთაისში მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნავენ. გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება დილის 09:00 საათზე დაიწყება. წირვის დასრულების შემდეგ, სტუმრები პატივს მიაგებენ და ყვავილებით შეამკობენ დავით აღმაშენებლის საფლავს. აქვე გაიმართება ახალგაზრდა ჩოხოსანთა კურთხევის ცერემონია, მოგვიანებით კი სტუმრები გელათის აკადემიის შენობაში გადაინაცვლებენ, სადაც გაიმართება ფოტოგამოფენა, სახელწოდებით – „გელათის სამონასტრო კომპლექსი“.