192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ნიგვზიანი ბადრიჯანი ამერიკული ტელევიზიის ეთერში და "ხინკლის ლანჩი" ელჩთან
2019-04-05 16:00:49

 

აშშ-ს ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის FOX-ის ეთერ­ში ცოტა ხნის წინ ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი მო­ამ­ზა­დეს. ნიგვზი­ა­ნი ბად­რი­ჯა­ნი­სა და ხა­ჭა­პუ­რის მომ­ზა­დე­ბა ამე­რი­კელ ტე­ლე­წამ­ყვა­ნებ­სა და მი­ლი­ო­ნო­ბით მა­ყუ­რე­ბელს, ვა­შინგტო­ნის ქარ­თუ­ლი რეს­ტორ­ნის და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს შეფ-მზა­რე­ულ­მა მალ­ხაზ მა­ი­საშ­ვილ­მა ას­წავ­ლა, რო­მე­ლიც გა­და­ცე­მა­ში აშშ-ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­თა მრჩე­ველ­თან, სო­ფიო გე­გეჭ­კორ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და.

AMBEBI.GE სწო­რედ სო­ფიო გე­გეჭ­კორს და­უ­კავ­შირ­და და და­ინ­ტე­რეს­და, რო­გორ მოხ­ვდა ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი ამე­რი­კულ ეთერ­ში და რო­გო­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა ეგ­ზო­ტი­კურ სამ­ზა­რე­უ­ლოს ამე­რი­კელ მა­ყუ­რე­ბელ­ში.

"სა­ელ­ჩომ შარ­შან მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ვა­შინგტონ­ში შე­ფე­ბის პრეს­ტი­ჟულ კონ­კურ­სში DC Embassy Chef Challenge, სა­დაც სხვა­დას­ხვა სა­ელ­ჩო­ე­ბი თა­ვი­ანთ შე­ფებ­თან ერ­თად წა­რად­გე­ნენ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის კუ­ლი­ნა­რი­ის ნი­მუ­შებს. შარ­შან ამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღეთ ვა­შინგტონ­ში პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი რეს­ტორ­ნის „სუფ­რას“ შეფ­თან მალ­ხაზ მა­ი­საშ­ვილ­თან ერ­თად.

წელ­საც რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჩა­ტარ­და ეს კონ­კურ­სი რო­ნალდ რე­ი­გა­ნის შე­ნო­ბა­ში. ამ კონ­კურ­სში, ყო­ველ­თვის ჩარ­თუ­ლია მე­დია, შე­სა­ბა­მი­სად, ის მე­დი­ა­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც აშუ­ქე­ბენ კონ­კურსს, და­ინ­ტე­რეს­დნენ ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­თი და Fox-ის­გან მოგ­ვი­ვი­და თხოვ­ნა, რომ წარ­გვედ­გი­ნა ჩვე­ნი კერ­ძე­ბი. ჩვენს შეფ­თან ერ­თად ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს ნი­მუ­შე­ბი - ხა­ჭა­პუ­რი და ნიგვზი­ა­ნი ბად­რი­ჯა­ნი წარ­ვად­გი­ნეთ ეთერ­ში" - გვი­თხრა გე­გეჭ­კორ­მა.

თუმ­ცა, ეს ერ­თა­დერ­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა არ არის სა­ელ­ჩოს­გან, რაც სა­ქარ­თვე­ლოს კუ­ლი­ნა­რი­ი­სა და კულ­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა. "ხინ­კლის ლან­ჩი" ელჩთან, ქარ­თუ­ლი ღვი­ნის დე­გუს­ტა­ცი­ე­ბი კონ­გრეს­ში და კი­ნოჩ­ვე­ნე­ბე­ბი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის - ეს ის მცი­რე ქარ­თუ­ლი ხრი­კე­ბია, რომ­ლი­თაც სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე მე­გობ­რე­ბის შე­ძე­ნას, მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გამ­ყა­რე­ბა­სა და გავ­ლე­ნი­ან წრე­ებ­ში ჩვე­ნი ქვეყ­ნის წარ­მო­ჩე­ნას ახერ­ხებს სა­ელ­ჩო.

„მე­ო­რე წე­ლია, ყო­ვე­ლი თვის ბოლო შა­ბათს ვა­კე­თებთ ელჩთან "ხინ­კლის ლანჩს". ვა­წყობთ ვიწ­რო ჯგუ­ფე­ბის­თვის და პარტნი­ო­რებს ვიწ­ვევთ სხვა­დას­ხვა სფე­რო­დან, თა­ვად ელჩი (და­ვით ბაქ­რა­ძე, ავტ.) ამ­ზა­დებს ხინ­კალს, თან მოწ­ვე­ულ სტუმ­რებს მას­ტერკლასს უტა­რებს, შემ­დეგ კი ნა­ხე­ლავს ერ­თად აგე­მოვ­ნე­ბენ.

ეს პირ­ველ რიგ­ში, ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს გაც­ნო­ბის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა, ასე­ვე პარტნი­ო­რებ­თან პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის და უფრო მე­გობ­რულ დო­ნე­ზე აყ­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო და ქარ­თუ­ლი ღვი­ნო, ზო­გა­დად Food diplomacy, რო­გორც ამას უწო­დე­ბენ, ძა­ლი­ან გვად­გე­ბა უცხო­ეთ­ში ჩვე­ნი ქვეყ­ნის წარ­მო­სა­ჩე­ნად და მეტი მე­გობ­რე­ბის შე­სა­ძე­ნად“ - გაგ­ვიმ­ხი­ლა სა­ელ­ჩოს შიდა სამ­ზა­რე­უ­ლო სო­ფიო გე­გეჭ­კორ­მა.

 

 

2019-05-01 13:48:01
ერევანში დაიწყო საერთაშორისო ეკონომიკურ-მეცნიერული კონფერენცია მოწინავე მეცნიერების მონაწილეობით
2019-04-16 14:36:43
ვალანსში გაიხსნა ანტუან პეტროსიანის გამოფენა თემაზე „გენოციდისაგან დაობლებული ბავშვები და მათი ბედ-იღბალი“.
2019-04-16 18:05:24
სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ მოსკოვში
2019-04-16 14:19:49
სრ პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა და სომხეთში ბელორუსიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა განიხილეს თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები
2019-04-16 14:44:11
იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა მიიღეს იტალიის სასამართლო ორგანოების წარმომადგენლები