192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
კვიპროსის პარლამენტი ხანმოკლე ვადაში მოახდენს სომხეთ-ევროკავშირს შორის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარნიორობის შეთანხმების რატიფიცირებას. დემეტრის სილურისი არარატ მირზოიანს
2019-04-08 12:39:18

საპარლამენტთაშორისო კავშირის 140- სესიის ფარგლებში ეროვნული ასამბლეის სპიკერი არარატ მირზოიანი შეხვდა კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს დემეტრის სილურისს.

როგორც იუწყებიან სრ ეროვნული კრებიდან, არარატ მირზოიანმა აღნიშნა, რომ კვიპროსი იყო პირველი ქვეყანა ევროპაში და მეორე მსოფლიოში, რომელმაც აღიარა სომეხთა გენოციდი და დაგმო ეს დანაშაული. თავის მხრივ, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულმა ასამბლეამ ერთხმად მიიღო განცხადება, რომლითაც დაგმო ოსმალეთის იმპერიის მიერ პონთოსის ბერძენთა  და ასირიელების წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდი.
თავის გამოსვლაში სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ძმური კვიპროსის პარლამენტის მხრივ სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას ხანმოკლე დროში.

კვიპროსის პარლამენტის სპიკერი მიესალმა თავის სომეხ კოლეგას და აღნიშნა, რომ სომხეთ-ევროკავშირის შეთანხმება გასულ კვირას საკანონმდებლო ორგანოს უკვე გადაეგზავნა და დაარწმუნა, რომ ის მოკლე დროში მოახდენს რატიფიცირებას.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს კვიპროს-სომხეთ-საბერძნეთის საპარლამენტო თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის შექმნის წინადადება და ძალისხმევა გამოხატეს ინიციატივის განხორციელების მიზნით.

2019-05-01 13:48:01
ერევანში დაიწყო საერთაშორისო ეკონომიკურ-მეცნიერული კონფერენცია მოწინავე მეცნიერების მონაწილეობით
2019-04-16 14:36:43
ვალანსში გაიხსნა ანტუან პეტროსიანის გამოფენა თემაზე „გენოციდისაგან დაობლებული ბავშვები და მათი ბედ-იღბალი“.
2019-04-16 18:05:24
სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ მოსკოვში
2019-04-16 14:19:49
სრ პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა და სომხეთში ბელორუსიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა განიხილეს თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები
2019-04-16 14:44:11
იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა მიიღეს იტალიის სასამართლო ორგანოების წარმომადგენლები