192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
თბილისის ქუჩებს 9 აპრილს დაღუპული ქალების სახელი მიენიჭება
2019-04-09 08:14:54

თბილისის საკრებულო ჩაატარებს საგანგებო სხდომას, რომელიც ქუჩების გადარქმევის საკითხს მიეძღვნება

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით, თბილისის ექვს ქუჩას 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული ექვსი ქალის სახელი მიენიჭება, იუწყება პირველი არხი.

საქართველოში 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღეს და ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღეს აღნიშნავენ. 1989 წლის 9 აპრილს სსრკის თავდაცვის სამინისტროს ძალების მიერ ცრემლსადენი გაზის, ნიჩბებისა და მძიმე ტექნიკის გამოყენებით მრავალათასიანი მშვიდობიანი აქციის დარბევას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთა შორისაც უმეტესობა ქალი იყო.

თბილისის ქუჩებისთვის 9 აპრილს დაღუპულთა ქალების სახელების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას ეკუთვნის. დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში 9 აპრილს აღნიშნული საკითხის საჯარო განხილვა გაიმართება.

კერძოდ, კომისიის ინიციატივით გათვალისწინებულია, რომ ჩუღურეთის რაიონში ექვს უსახელო ქუჩას 9 აპრილს დაღუპულთა ქალების სახელი მიენიჭოს: მზია ჯინჭარაძის, თამუნა დოლიძის, თინა ენუქიძის, მანანა ლოლაძის, ელისო ჭიპაშვილის, თამარ მამულაშვილის.

თბილისში 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი მოვლენების გამოძიების მიზნით სსრკ-ის სახალხო დეპუტატების ყრილობაზე შეიქმნა კომისია, რომელსაც სათავეში ანატოლი სობჩაკი ჩაუდგა. კომისიამ გამოიტანა დასკვნა, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ სამხედროებმა გადამეტებული ძალა გამოიყენეს.

2019-05-01 13:48:01
ერევანში დაიწყო საერთაშორისო ეკონომიკურ-მეცნიერული კონფერენცია მოწინავე მეცნიერების მონაწილეობით
2019-04-16 14:36:43
ვალანსში გაიხსნა ანტუან პეტროსიანის გამოფენა თემაზე „გენოციდისაგან დაობლებული ბავშვები და მათი ბედ-იღბალი“.
2019-04-16 18:05:24
სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ მოსკოვში
2019-04-16 14:19:49
სრ პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა და სომხეთში ბელორუსიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა განიხილეს თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები
2019-04-16 14:44:11
იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა მიიღეს იტალიის სასამართლო ორგანოების წარმომადგენლები