192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ჩვენს წინააღმდეგ დაწყებული ომის შემთხვევაში ჩვენ ვაიძულებთ მშვიდობას: ნიკოლ ფაშინიანი
2019-04-09 16:45:08

სომხეთი არ აპირებს სამხედრო ოპერაციის დაწყებას, მაგრამ თუ ვინმე მსგავს ნაბიჯს გადადგამს,  სომხეთი მას მშვიდობას აიძულებს. ამის შესახებ განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა  ეროვნულ კრებაზე  ჟურნალისტებთან საუბრისას. აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან გამართულ ბოლო შეხვედრასთან დაკავშირებით  ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ ის  წარიმართა  კონსტრუქციულ ატმოსფეროში.

რაც შეეხება  თავდაცვის მინისტრის ფორმულირებას „ახალი ომი ახალი ტერიტორიებისათვის“, ნიკოლ ფაშინიანმა დააკომენტარა, რომ თავდაცვის მინისტრი გულისხმობდა, რომ არავითარი ტერიტორიები არ დაითმობა  მშვიდობის სანაცვლოდ.

ჩვენ ვამბობთ, რომ ომით ნუ გვაშინებთ, ჩვენ ომის  არ გვეშინია. არავითარი  ალოგიკური და  დესტრუქციული თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში  არ არის.  თუ  ვინმე  სომხეთის წინააღმდეგ ომს წამოიწყებს და  ფიქრობს, რომ სომხეთი მას ჩაბარდება, ძალიან შემცდარა. ჩვენ  თვითონ პირველებს გვსურს ყარაბაღის საკითხის მშვიდობიანი გზით დარეგულირება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ  იმისათვის, რომ  წინ წამოვწიოთ სამშვიდობო დღის წესრიგი. თუ ჩვენ განუწყვეტლად ვლაპარაკობთ  სამშვიდობო დღის წესრიგზე,ვინმეს ისეთი შთაბეჭდილება არ დარჩეს, რომ ჩვენ გვეშინია ომის მუქარის.  რამდენადაც ჩვენ ომის გვეშინია, ისევე ეშინია აზერბაიჯანს და საერთოდ მთელს რეგიონსაც.  თუ ვინმე შეეცდება  და ჩვენ შეგვეომება, ჩვენ მას ვაიძულებთ მშვიდობას.  ჩვენ არ ვემზადებთ სამხედრო ოპერაციებისათვის, მაგრამ თუ ვინმე ჩვენს წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებს დაიწყებს, ჩვენ მას ვაიძულებთ მშვიდობას“-განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

 

2019-05-01 13:48:01
ერევანში დაიწყო საერთაშორისო ეკონომიკურ-მეცნიერული კონფერენცია მოწინავე მეცნიერების მონაწილეობით
2019-04-16 14:36:43
ვალანსში გაიხსნა ანტუან პეტროსიანის გამოფენა თემაზე „გენოციდისაგან დაობლებული ბავშვები და მათი ბედ-იღბალი“.
2019-04-16 18:05:24
სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ მოსკოვში
2019-04-16 14:19:49
სრ პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა და სომხეთში ბელორუსიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა განიხილეს თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები
2019-04-16 14:44:11
იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა მიიღეს იტალიის სასამართლო ორგანოების წარმომადგენლები