192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
27 წლის წინ სოფელ მარაღაში სომეხი სამოქალაქო მოსახლეობა მასობრივ ხოცვას დაექვემდებარა აზერბაიჯანის არმიის მიერ
2019-04-10 14:42:29

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის წინააღმდეგ აზერბაიჯანის  სამხედრო აგრესიას თან ახლდა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი დანაშაული. აზერბაიჯანული აგრესიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ეპიზოდია მყრ მარტაკერტი რეგიონის სომხური დაბის, მარაღას მაცხოვრებლების თავისი სისასტიკით უპრეცედენტო ხოცვა.

1992 10 აპრილს, ხანგრძლივი დაბომბვის შემდეგ აზერბაიჯანის შეიარაღებული ფორმირებები შეიჭრნენ დაბაში. ადგილობრივ მოლაშქრეთა პატარა რაზმმა შეძლო მარაღას მაცხოვრებელთა დიდი ნაწილის ევაკუაცია. მაგრამ, დაახლოებით  118 ადამიანი, ძირითადად მოხუცები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ქალები და ბავშვები, დარჩნენ დაბაში. მათი უმრავლესობა დაუნდობლად მოკლეს აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა. ამ დანაშაულის მსხვერპლი გახდა 50-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 30 ქალი.

როგორც მოწმობს დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრი და ყოფილი ვიცე-სპიკერი, სამართალდამცველი ბარონესა ქეროლაინ ქოქსი, რომელიც ტრაგედიის შემდეგ Christian Solidarity Worldwide ორგანიზაციის წარმომადგენელთა ჯგუფთან ერთად ჩამოვიდა დაბაში, მარაღას სასტიკად მოკლულ მაცხოვრებელთა ცხედრები დანაწევრებული, დასახიჩრებული და დამწვარი იყო. ლედი ქოქსმა მარაღას უწოდა "თანამედროვე გოლგოთა, მხოლოდ, უფრო საშინელი".

დაახლოებით 50 ადამიანი, მათ შორის 9 ბავშვი და 29 ქალი, მძევლად აიყვანეს. ზოგიერთი მათგანის, მათ შორის ყველა ბავშვის დაბრუნება შეძლეს, მაგრამ  19 მძევლის ბედი ჯერ კიდევ უცნობია.

ორი კვირის შემდეგ, დაბას ისევ თავს დაესხნენ, ხოლო თავიანთი ნათესავების დაკრძალვისათვის დაბრუნებული მაცხოვრებლები  აზერბაიჯანული არმიის ახალი სიმხეცის მსხვერპლნი გახდნენ.

ამ დანაშაულების ორგანიზატორებისა და შემსრულებლების დაუსჯელობამ ნაყოფიერი ნიადაგი შექმნა აზერბაიჯანში სომხების მიმართ სიძულვილის, როგორც სახელმწიფო პოლიტიკის დანერგვისა და ქსენოფობიის,  შეუწყნარებლობის და მილიტარიზმის აღვირახსნილი პროპაგანდისთვის.

2019-05-01 13:48:01
ერევანში დაიწყო საერთაშორისო ეკონომიკურ-მეცნიერული კონფერენცია მოწინავე მეცნიერების მონაწილეობით
2019-04-16 14:36:43
ვალანსში გაიხსნა ანტუან პეტროსიანის გამოფენა თემაზე „გენოციდისაგან დაობლებული ბავშვები და მათი ბედ-იღბალი“.
2019-04-16 18:05:24
სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ მოსკოვში
2019-04-16 14:19:49
სრ პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა და სომხეთში ბელორუსიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა განიხილეს თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები
2019-04-16 14:44:11
იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა მიიღეს იტალიის სასამართლო ორგანოების წარმომადგენლები