192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ქართული თაფლი ჩინეთში ექსპორტისთვის ემზადება
2019-04-10 16:55:56

ამჟამად პროდუქციაზე ვეტერინარული სერტიფიკატების გაცემის თაობაზე შეთანხმებების პროცესი მიმდინარეობს.

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ქართული თაფლის ჩინეთში ექსპორტის საკითხზე, იუწყება პირველი არხი.

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ხატია წილოსანმა განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ ჩინეთის შესაბამის უწყებებს ყველა საჭირო ინფორმაცია გაუგზავნა.

სამინისტრო მუშაობს ქართული თაფლის ჩინეთში გასვლის ხელშეწყობის მიმართულებით. ეს პროცესი დაკავშირებულია ვეტერინარული და წარმოშობის სერტიფიკატების შეთანხმების პროცედურებთან. არ მინდა არასწორი მოლოდინები შევქმნა, ამიტომ მეტი დეტალის გახმაურებისგან თავს შევიკავებ", – განაცხადა წილოსანმა ტელეარხის ეთერში.

რაც შეეხება ქართული თაფლის ევროპაში ექსპორტს, წილოსანმა აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით პრობლემაა პროდუქტის არასაკმარისი რაოდენობა და ხარისხის მაჩვენებლები. ფუტკრის არასწორი მოვლა და თაფლის აღების წესების დარღვევა ხარისხზე აისახება.

მინდა ყველა ფერმერს ვთხოვო, გაითვალისწინონ პარამეტრები. ჯერჯერობით მეფუტკრეების ნაწილის მხრიდან თაფლის წარმოებასთან დაკავშირებით კონსერვატიული მიდგომებია და იმედი მაქვს, შემუშავებულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ", – აღნიშნა წილოსანმა.

მან ასევე განაცხადა, რომ იანვარში ორმა კომპანიამ ქართული თაფლი გერმანიაში წარადგინა და თაფლმა მხოლოდ დადებითი გამოხმაურებები დაიმსახურა. მისი თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია მზადაა გასცეს პროდუქტის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის სერტიფიკატები.

ლაბორატორია მზადაა, თუმცა ლაბორატორიულ კვლევებზე მოთხოვნა მცირეა", – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ამჟამად თაფლი საქართველოდან ექსპორტზე გადის აზიის ქვეყნებში, თუმცა, მცირე მოცულობით, რადგან თაფლის ერთგვაროვანი დიდი მასის შეგროვება ვერ ხერხდება.

ქართული თაფლი .. მასობრივი მოხმარების პროდუქტი არ არის. მაგალითად, ჩინურ და არგენტინულ თაფლთან შედარებით, რომელთა ფასი დაახლოებით ორი დოლარია, ქართული თაფლი საკმაოდ ძვირია (1 კილოგრამის ფასი 5 დოლარზე მეტია). თუმცა ის გამოირჩევა განსაკუთრებული თვისებებით და ეკოლოგიურად სუფთაა.

2019-05-01 13:48:01
ერევანში დაიწყო საერთაშორისო ეკონომიკურ-მეცნიერული კონფერენცია მოწინავე მეცნიერების მონაწილეობით
2019-04-16 14:36:43
ვალანსში გაიხსნა ანტუან პეტროსიანის გამოფენა თემაზე „გენოციდისაგან დაობლებული ბავშვები და მათი ბედ-იღბალი“.
2019-04-16 18:05:24
სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ მოსკოვში
2019-04-16 14:19:49
სრ პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა და სომხეთში ბელორუსიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა განიხილეს თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები
2019-04-16 14:44:11
იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა მიიღეს იტალიის სასამართლო ორგანოების წარმომადგენლები