192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
კავკასიაში ყველაზე დიდი ლაბორატორია თბილისში გაიხსნა
2019-04-12 09:39:38

ახალი ლაბორატორიის ფუნქციონირების შედეგად საქართველოდან ათობით მილიონი დოლარის გადინება აღარ მოხდება

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისში კავკასიის რეგიონში უმსხვილესი მულტიპროფილური ლაბორატორიამეგალაბიგახსნა.

ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი სამედიცინო ტექნიკით და მაქსიმალური სიზუსტით დიაგნოსტირებას უზრუნველყოფს. ლაბორატორიაში წელიწადში 6 მილიონი ტესტის გამოკვლევა იქნება შესაძლებელი. „მეგალაბისტექნიკური აღჭურვილობა მოლეკულური და გენეტიკური კვლევის ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.

ამიერიდან საქართველოს მოქალაქეებს გარკვეული ტიპის გამოკვლევების ჩასატარებლად უცხოეთში გამგზავრება აღარ მოუწევთ.

ეს პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი მიზეზის გამო. პირველი გახლავთ ის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მსგავსი ტიპის კვლევები და ტესტები გახდება უფრო ხელმისაწვდომი. რა თქმა უნდა, ამას აქვს უზარმაზარი ეკონომიკური ეფექტი, იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი გადიოდა ქვეყნიდან, რადგან საქართველოში არ გვქონდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა ბახტაძემ.

გარდა ამისა, ლაბორატორიაში პრაქტიკის გავლას ახალგაზრდა სპეციალისტები შეძლებენ.

პირადად ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს დაწესებულება მიიღებს აკრედიტაციას წამყვანი ქვეყნებისგან, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ამ ლაბორატორიაში ჩატარებული თითოეული ტესტი, თითოეული დოკუმენტი იქნება განსაკუთრებული ვალიდურობის“, – განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვისაც აღნიშნული პროექტის განხორციელებაში საკუთარი წვლილი აქვს შეტანილი.

2019-05-01 13:48:01
ერევანში დაიწყო საერთაშორისო ეკონომიკურ-მეცნიერული კონფერენცია მოწინავე მეცნიერების მონაწილეობით
2019-04-16 14:36:43
ვალანსში გაიხსნა ანტუან პეტროსიანის გამოფენა თემაზე „გენოციდისაგან დაობლებული ბავშვები და მათი ბედ-იღბალი“.
2019-04-16 18:05:24
სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ მოსკოვში
2019-04-16 14:19:49
სრ პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა და სომხეთში ბელორუსიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა განიხილეს თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები
2019-04-16 14:44:11
იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა მიიღეს იტალიის სასამართლო ორგანოების წარმომადგენლები