192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
იტალიის წარმომადგენლობით პალატაში ჩატარდა მეცნიერული კონფერენცია სომეხთა გენოციდის თემაზე
2019-04-17 23:00:39

იტალიის წარმომადგენლობითი პალატის   დარბაზში „სალვადორი“  ადგილი ჰქონდა მეცნიერულ კონფერენციას თემაზე „დიდი ჟლეტა: სომეხთა გენოციდიდან ერთი საუკუნის შემდეგ“, რომელიც ორგანიზებული იქნა იტალიის წარმომადგენლობთი პალატის იტალია-სომხეთის მეგობრული ჯგუფის მიერ.  როგორც გვაცნობეს სე სს სამინისტროდან, იტალიაში სრ ელჩმა ვიქტორია ბაღდასარიანმა აღნიშნა, რომ  სომეხთა გენოციდის დაგმობა და  აღიარება კვლავ გრძელდება, და მისი უარყოფა არავითარ შემთხვევაში არ შეეფერება 21-ე საუკუნის ღირებულებათა სისტემის  რეალურ სახეს.

ამ ღონისძიებით  იტალიამ უჩვენა , რომ ის ემხრობა გაეროს გენოციდების დანაშაულების პრევენციისა და მისთვის სასჯელის შესახებ კონვენციით აღებულ ვალდებულებებს და ერთგულია  სრულიად საკაცობრიო ღირებულებებისა.