192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილი საქართველოში „ევროპა ნოსტრას“ საპატიო პრეზიდენტი გახდა
2019-04-18 09:19:54

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით, მსოფლიოში აღიარებული ქართველი პრიმაბალერინა და თბილისის . ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი საქართველოშიევროპა ნოსტრასწარმომადგენლობის საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს.

ევროპა ნოსტრა“ - კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის საზოგადოების პანევროპული ქსელია, რომელიც ევროპის 50-ზე მეტი ქვეყანიდან 250 საზოგადოებრივ ორგანიზაციას, 150 ასოცირებულ და 1500 ინდივიდუალურ წევრს აერთიანებს. ფედერაციის შტაბბინა ჰააგაში მდებარეობს. „ევროპა ნოსტრათანამშრომლობს ისეთ მსხვილ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა ევროკავშირი, ევროსაბჭო და იუნესკო. ორგანიზაციის პრეზიდენტია პლასიდო დომინგო.

საქართველო Europa Nostra- ასოცირებული წევრი 2016 წელს გახდა.

ამ თანამდებობაზე ანანიაშვილს ოფიციალურად Europa Nostra- გენერალური მდივანი სნეშკა კაიდვლიგ-მიხაილოვიჩი . ფალიაშვილის სახელობის თეატრის სცენაზე 19 აპრილს დანიშნავს, - აღნიშნულია თეატრის განცხადებაში.

საზეიმო ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნებაევროპა ნოსტრასევროპის კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოს გამარჯვებული ქართული პროექტები, რომლებსაც დააჯილდოებენევროპა ნოსტრასგენერალური მდივანი ქალბატონი სნეშკა კაიდვლიგ-მიხაილოვიჩი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი“, - ნათქვამია თეატრის განცხადებაში.

საზეიმო ღონისძიება 16:30 საათზე დაიწყება და პეტრე ჩაიკოვსკისმძინარე მზეთუნახავისწარმოდგენით დასრულდება.

ნინო ანანიაშვილის ბიოგრაფია

ნინო გედევანის ასული ანანიაშვილი 1963 წელს თბილისში დაიბადა. 1969 წელს სწავლა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო ქორეოგრაფიულ სასწავლებელში პედაგოგ თამარ ვიხოდცევას ხელმძღვანელობით. 1976 წელს გადავიდა მოსკოვის აკადემიურ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, სადაც მისი ერთ-ერთი პარტნიორი გახდა ანდრის ლიეპა. 1981 წელს ნინო ანანიაშვილი დიდი თეატრის დასში მიიღეს. აქ მას ასწავლიდნენ რაისა სტრუჩკოვა, რიმა კარელსკაია და მარინა სემიონოვა. 1982 წელს ნინო ანანიაშვილი დიდ თეატრში უკვე სოლო პარტიებს ასრულებდა ბალეტებშიხის პრინციდაშოპენიანა“. ბალეტანა კარენინაშიმაია პლესეცკაიას მიწვევით და მასთან ერთად ასრულებდა კიწის პარტიას. 1985 წელს ანანიაშვილმა დიდი თეატრის პრიმაბალერინას სტატუსი დაიმკვიდრა.

1988 წელს ნინო ანანიაშვილი და ანდრის ლიეპა პირველი საბჭოთა მოცეკვავეები გახდნენ, რომლებიც ნიუ-იორკის საბალეტო დასში (New York City Ballet) მიიწვიეს. 1993 წლიდან ნინო ანანიაშვილი ამერიკის საბალეტო თეატრის პრიმაბალერინაა. 1999 წელს ჰიუსტონის ბალეტის წამყვანი ბალერინა გახდა.

ნინო ანანიაშვილი რუსული საბალეტო დასის პირველი ბალერინაა, რომელიც დანიის სამეფო ბალეტის დასში ცეკვავდა. მიწვეული სოლისტის სტატუსით იგი გამოდიოდა მსოფლიოს საუკეთესო საბალეტო თეატრების დასებში. ნინო ანანიაშვილის პარტნიორი იყო თანამედროვეობის მრავალი ცნობილი მოცეკვავე. ანანიაშვილს შესრულებული აქვს 90-ზე მეტი პარტია.

2004 წლის სექტემბრიდან ნინო ანანიაშვილი საქართველოს ნაციონალური ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი და . ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორია. ანანიაშვილი მრავალი წოდებისა და ჯილდოს მფლობელია, მათ შორის, საქართველოს სსრ- სახალხო არტისტის წოდებისა (1988) და რუსეთის სახალხო არტისტის წოდებისა (1995).

2019-05-14 15:37:55
ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
2019-05-14 14:56:12
საგამოძიებო კომიტეტმა დაასრულა საქართველოს მოქალაქეების მიერ მკვლელობის ჩადენის შემთხვევასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
2019-05-15 00:38:08
თბილისი უმასპინძლებს ფესტივალს, რომელიც საიათნოვას მიეძღვნება
2019-05-14 13:00:14
ზოჰრაბ მნაცაკანიანმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ არცახის ხალხის თვითგამორკვევის უფლების უწყვეტ მხარდაჭერას
2019-05-14 12:43:37
გიორგი მარგველაშვილმა კოტეჯი მისი სახლის ეზოში გაქირავების საერთაშორისო ვებგვერდზე უკვე განათავსა