192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
თბილისის ქუჩებში შესაძლოა ტრამვაი დაბრუნდეს
2019-04-18 10:00:33

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით, თბილისში ტრანსპორტის საკითხზე ჩაატარებენ სპეციალურ კვლევას, რომლის ფარგლებში დედაქალაქის ქუჩებში ტრამვაის დაბრუნებისა და ახალი მეტროსადგურების გახსნის პერსპექტივას შეისწავლიან.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, უახლოეს მომავალში თბილისის განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს.

გვინდა, რომ ჩავატაროთ კვლევა რაიონებში, რათა დადგინდეს სად არის ტრანსპორტის ნაკლებობა და ამ მიმართულებით რისი გაკეთებაა საჭირო. შეიძლება ეს იყოს ტრამვაი, მეტრო“, - აღნიშნა კალაძემ.

მაგალითად, თბილისის მერია დიღმის მიმართულებით მიწისზედა მეტროს მშენებლობის საკითხს სერიოზულად განიხილავს, განაცხადა კალაძემ.

კვლევამ, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაში დაიწყება, უნდა აჩვენოს, როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი, აღნიშნა მერმა.

თბილისის მერი ასევე შეეხო სამგორი-ლილო-აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროსადგურის მშენებლობის პროექტის საკითხს და აღნიშნა, რომ კონკურსში გამარჯვებული კომპანია უახლოეს მომავალში გამოვლინდება.

მეტროს ახალი ხაზის მშენებლობა, რომლისთვისაც იქნება გამოყენებული შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურა, გათვალისწინებულია თბილისის მერიის პროექტისმწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტისფარგლებში.

იცით, რომ სამგორი-ლილოს მიმართულებით მეტროსადგურის მშენებლობის პროექტზე ტენდერი გვაქვს გამოცხადებული. უახლოეს დღეებში გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია, რომელიც შესაბამის სამუშაოებს ჩაატარებს და სრული პროექტი წლის ბოლოსთვის უნდა გვქონდეს. ამის შემდეგ კი ტენდერი მშენებლობაზე გამოცხადდება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მდგრადი ურბანული მობილობის გეგმა არის ქალაქის მთავარი სტრატეგიული სატრანსპორტო დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ტრანსპორტის ყველა ასპექტს: ქვეითების, საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტის, დისტრიბუციის მანქანების და ველოტრანსპორტის მოძრაობას.

ასევე შემუშავდება თანამედროვე სტანდარტები, მათ შორის ველობილიკების და საფეხმავლო ბილიკების კუთხით. დოკუმენტის საფუძველზე შესაძლებელი გახდება თბილისის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გეგმაზომიერი, სტანდარტიზებული განვითარება.

დღეისათვის თბილისის მეტროპოლიტენი 23 სადგურს ითვლის, რომლებიც ორ ხაზზეახმეტელივარკეთილისა და საბურთალოს ხაზებზეა განაწილებული. მეტროს საერთო სიგრძე 57 კილომეტრია, მათგან პირველი ხაზი – 40 კმ, მეორე კი 17 კმია.

პირველი ტრამვაი თბილისში 1904 წელს გამოჩნდა. ტრამვაი მგზავრების გადაყვანას 2006 წლამდე ახორციელებდა. იმ დროიდან ტრამვაი ავტობუსებმა და მეტრომ სრულად ჩაანაცვლა.