192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ზემო ლარსი დღეს: მანქანები „თოვლის ტყვეობიდან“ გამოიყვანეს
2019-04-18 09:35:24

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ჩარჩენილი ტრანსპორტი და მგზავრები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ოთხშაბათს ერთ-ერთი მისაბმელიანი მანქანა მოცურდა და მან სავალი ნაწილი დაკეტა, შედეგად ავტობუსისა და რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანის საუღელტეხილო მონაკვეთზე ჩარჩენა გამოიწვია. ავტობუსში 20 მგზავრი იმყოფებოდა.

ინციდენტი მოხდა მანამდე, სანამ მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

პრობლემა გადაიჭრა მას შემდეგ, რაც ჩაირთო საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტარქტორი ორგანიზაციის, საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის წარმომადგენლები. ადამიანები და ტრანსპორტი ადგილიდან უსაფრთხოდ გამოიყვანეს.

კობი-გუდაურის მონაკვეთზე გზის გაწმენდას შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დაიწყებენ.

 

2019-05-14 15:37:55
ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
2019-05-14 14:56:12
საგამოძიებო კომიტეტმა დაასრულა საქართველოს მოქალაქეების მიერ მკვლელობის ჩადენის შემთხვევასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
2019-05-15 00:38:08
თბილისი უმასპინძლებს ფესტივალს, რომელიც საიათნოვას მიეძღვნება
2019-05-14 13:00:14
ზოჰრაბ მნაცაკანიანმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ არცახის ხალხის თვითგამორკვევის უფლების უწყვეტ მხარდაჭერას
2019-05-14 12:43:37
გიორგი მარგველაშვილმა კოტეჯი მისი სახლის ეზოში გაქირავების საერთაშორისო ვებგვერდზე უკვე განათავსა