192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ქართულმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა ლონდონის ფესტივალზე გაიმარჯვა
2019-04-18 09:45:10

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით, ქართველი რეჟისორის გიორგი თავართქილაძის ფილმმაცუდი ხალხილონდონში გამართულ ფესტივალზე Discover Film Awards მოიპოვა ჯილდოსაუკეთესო საერთაშორისო დრამა“.

Discover Film Awards – მოკლემეტრაჟიანი ფილმების ერთ-ერთი უდიდესი ფესტივალია მსოფლიოში, რომელზეც ყოველწლიურად 70 ქვეყნიდან 4 ათასზე მეტი განაცხადი შედის. კონკურსში მონაწილეობისთვის ფილმის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 45 წუთს და უნდა გააჩნდეს ინგლისურენოვანი სუბტიტრები.

ყოველწლიური საპრიზო ფონდი 60 ათას აშშ დოლარს აღემატება. პირველი სამი საპრიზო ფონდის მფლობელებს გადაეცემათ ფულადი პრიზები, სხვა ნომინაციების გამარჯვებულებსფესტივალის სტატუეტები.

ქართული კინო Discover Film Awards-ზე პირველად არ იმარჯვებს. 2018 წელს ამ ფესტივალზესაუკეთესო დოკუმენტური ფილმისნომინაციაში გაიმარჯვა თამთა გაბრიჩიძის ფილმმავაჭარი“.

ფილმის შესახებ

მძაფრსიუჟეტიანი ფილმიცუდი ხალხი" რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. ფილმის მთავარი გმირია ახალგაზრდა მამაკაცი გია, რომელიც 1991 წლის თბილისის ომში მონაწილეობდა. ფილმის სიუჟეტის თანახმად, თავისი მცირეწლოვანი შვილისთვის სიცხის დამწევი წამლის ძებნის დროს გია დიდი ხნის უნახავ თანაკლასელებს ხვდება. თუმცა, მალევე აღმოჩნდა, რომ ძველი მეგობრები სინამდვილეში მისი მტრები გახდნენ.

ფილმში ვახო ჩაჩანიძესა და ჯანო იზორიასთან ერთად მონაწილეობენ მამუკა ესაძე, დიტო ცინცაძე, დავით კვირცხალია, ჯაბა პაპუაშვილი, ლაშა რამიშვილი, ბესო სოლომონიშვილი, ლევან კუხაშვილი და ..

19-წუთიანი ფილმის სცენარის ავტორები არიან გიორგი თავართქილაძე და ვლადიმერ კაჭარავა, ოპერატორიგელა ჩინჩალაძე. ფილმის წარმოებაზე კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით მუშაობდა საპროდიუსერო კომპანია 20 Steps Productions.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მარტში მოკლემეტრაჟიან ფილმშიცუდი ხალხი" მთავარი და მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებლები ვახტანგ ჩაჩანიძე და ჯანო იზორია კანადაში ტორონტოს საერთაშორისო ფესტივალზე Redline International Film Festival საუკეთესო მსახიობებად დასახელდნენ.

2019-05-14 15:37:55
ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
2019-05-14 14:56:12
საგამოძიებო კომიტეტმა დაასრულა საქართველოს მოქალაქეების მიერ მკვლელობის ჩადენის შემთხვევასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
2019-05-15 00:38:08
თბილისი უმასპინძლებს ფესტივალს, რომელიც საიათნოვას მიეძღვნება
2019-05-14 13:00:14
ზოჰრაბ მნაცაკანიანმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ არცახის ხალხის თვითგამორკვევის უფლების უწყვეტ მხარდაჭერას
2019-05-14 12:43:37
გიორგი მარგველაშვილმა კოტეჯი მისი სახლის ეზოში გაქირავების საერთაშორისო ვებგვერდზე უკვე განათავსა