192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სრ საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა საფრანგეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარეს
2019-04-18 10:35:30

პარიზში ჩატარებული ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი  ზოჰრაბ  მნაცაკანიანი  შეხვდა  საფრანგეთის პარლამენტის  საგარეო ურთიერთობების თავმჯდომარეს მარიელ დე სარნეზის. ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს სრ საგარეო  საქმეთა სამინისტრო.

შეხვედრისას განხილული იქნა სომხეთ-საფრანგეთის ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების  ფართო წრე.  საუბრის მონაწილეებმა მაღალი შეაფასება მისცეს  საპარლამენტო დიპლომატიის როლს და  მზადყოფნა გამოთქვეს ამ სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების მიმართულებით.

ზოჰრაბ მნაცაკანიანმა აცნობა  მარიელ დე სარნეზს, რომ სომხეთის პარლამენტში შეიქმნა სომხეთ-საფრანგეთის მეგობრობის ჯგუფი და სომხეთის მხარე არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა კვლავ გააგრძელოს ის ტრადიციები, რაც უკვე დიდი ხანია არსებობს ამ ორ ქვეყანას შორის. სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების გათვალისწინებით, ზურაბ მნაცაკანიანმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა  ყოვლისმომცველ და გაფართოებულ პარტნიორობის შეთანხმებას, როგორც სომხეთში რეფორმების პროცესისა და მთავრობის განვითარების დღის წესრიგის  ხელშემწყობს,  ასევე ევროკავშირსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობას მრავალმხრივ და ორმხრივ ფორმატებში.

შეხვედრის დროს მხარეებმა აზრი გაცვალეს რამდენიმე საგანგებო საერთაშორისო და რეგიონალური საკითხების ირგვლივ.

 

2019-05-14 15:37:55
ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
2019-05-14 14:56:12
საგამოძიებო კომიტეტმა დაასრულა საქართველოს მოქალაქეების მიერ მკვლელობის ჩადენის შემთხვევასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
2019-05-15 00:38:08
თბილისი უმასპინძლებს ფესტივალს, რომელიც საიათნოვას მიეძღვნება
2019-05-14 13:00:14
ზოჰრაბ მნაცაკანიანმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ არცახის ხალხის თვითგამორკვევის უფლების უწყვეტ მხარდაჭერას
2019-05-14 12:43:37
გიორგი მარგველაშვილმა კოტეჯი მისი სახლის ეზოში გაქირავების საერთაშორისო ვებგვერდზე უკვე განათავსა