192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
18 წლის მხატვარი, რომელმაც ახალ მიმდინარეობას დაუდო საფუძველი
2019-04-18 13:13:15

სკოლაში ხატვის ნიჭი არ გამოუვლენია. ხატვა სპონტანურად დაიწყო მას შემდეგ, რაც პარიზში ყოფნის დროს მონმარტრზე ქართველ მხატვრებთან ერთად აღმოჩნდა. სულ მალე, ყოველგვარი სპეციალური სწავლის გარეშე, საოცარი ნამუშევრები შექმნა.

ერთ მშვენიერ დღეს კი ფერწერაში სერიოზული განაცხადი გააკეთა და ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა „არტექსპო ნიუ-იორკის“ არსებობის 37-წლიანი ისტორიის განმავლობაში ყველაზე პატარა მონაწილე გახდა. თეკლა მელაძე 16 წლისაა და სკოლა-ლიცეუმ „ცოდნის'' მეათე კლასის მოსწავლეა.

მისი ნამუშევრები სხვადასხვა დროს ნიუ-იორკის ისეთ სივრცეებში გამოიფინა, როგორებიცაა სპეციალიზებული საერთაშორისო გამოფენა NY Now, საქართველოს გენერალური საკონსულო და ქართული კულტურის ცენტრი; საქართველოში კი ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი ნახატები „არტექსპო ნიუ-იორკის“ 2014 და 2015 წლის კატალოგებშია შესული. დღეს მხატვრის ფერწერული ტილოები ამერიკასა და საქართველოში სხვადასხვა კერძო კოლექციებში ინახება. შემდეგ ჩემი ნახატები სხვადასხვა ადგილებში გამოიფინა, სულ ბოლოს — სახელმწიფო მუზეუმში.
„სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უმ­ში გა­მო­ფე­ნის შემ­დეგ, თით­ქოს ავ­ნერ­ვი­ულ­დი, მინ­დო­და რა­ღაც ახა­ლი შე­მექ­მნა, ისე­თი რაც ჯერ არა­ვის ქონ­და შექ­მნი­ლი. თით­ქოს ჩემს თავს ვა­ძა­ლებ­დი, რომ მი­მეგ­ნო გან­სხვა­ვე­ბუ­ლის­თვის და ოქ­როს გა­სა­ღე­ბი მე­პო­ვა. სწო­რედ ამ სი­ტყვი­დან გა­მიჩ­ნდა ოქ­როს ფერ­ში ნა­მუ­შევ­რე­ბის შექ­მნის იდეა. 25 ნა­მუ­შე­ვარს ვხა­ტავ­დი 7 თვე, იქამ­დე, სა­ნამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ოქ­როს­ფე­რი სა­ღე­ბა­ვი არ გა­მო­ი­ლია“, -იხსენებს თეკლა.

ახალგაზრდა მხატვარს კი ერთი ოცნება აქვს, დიპლომატი უნდა გახდეს. ჩვენ მხოლოდ ის დაგვრჩენია წარმატებები ვუსურვოთ.  (ფოტო ამებები.გე)