192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
24 აპრილს სომეხთა გენოციდის მოხსენების ღონისძიებაზე საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს საფრანგეთს,
2019-04-18 15:10:35

24 აპრილს, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ფილიპი წარმოადგენს საფრანგეთს სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც გაიმართება პარიზში კომიტასის ძეგლთან. ამის შესახებ გვაცნობებენ Nouvelles d'Arménie-.
ეს ღონისძიება არის ისტორიული, რადგან მას პირველად ექნება ოფიციალური ხასიათი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ 24 აპრილის სომეხთა გენოციდის მსხვერპლის ხსოვნის დღედ გამოცხადების შემდეგ, რის შესახებაც   მიღებულ გადაწყვეტილებას მაკრონმა ხელი მოაწერა 10 აპრილს.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთმა 2001 წელს აღიარა 1915 წლის სომეხთა გენოციდი.