192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
RSF. სომხეთი პრესის თავისუფლების დონით 2019 წლის ცხრილში 19 პუნქტით დაწინაურდა
2019-04-18 15:33:06

საერთაშორისო ორგანიზაციამ "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" დღეს გამოაქვეყნა 2019 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსი, რომლის მიხედვითაც მსოფლიოში პრესის თავისუფლება ზოგადად მცირდება.
2019 წლის მედიის თავისუფლების ინდექსმა შეისწავლა   180 ქვეყანაში საინფორმაციო საშუალებების ატმოსფერო, სადაც ¾–ზე მეტში იგი კლასიფიცირებულია, როგორც "პრობლემატური", "რთული", "ძალიან რთული", პრესის თავისუფლება მხოლოდ 8 პროცენტში ითვლება "კარგად".

სომხეთი 2019 წლის ცხრილში 19 პუნქტით დაწინაურდა, 79- ადგილიდან 61- ადგილზე გადაინაცვლა. სომხეთის შესახებ ანალიზი აღნიშნავს, რომ მედია ლანდშაფტი მრავალფეროვანია.
პრესის თავისუფლების ინდექსი აშშ-ში, ვენესუელაში, ირანსა და ჩინეთში დაეცა.
ზედიზედ მესამე წელია ნორვეგია ლიდერობს მედიის თავისუფლების ცხრილს. პირველ სამეულშია ფინეთი და შვედეთი. საფრანგეთი 32-ეა. რუსეთი 149- ადგილზეა, აზერბაიჯანი - 166, საქართველო - 60, ირანი - 170, თურქეთი - 157.