192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
პირველ ეტაპზე 34 ხიდიდან 20-ის დემონტაჟი მოხდება და მათ ადგილზე შუქნიშნები დამონტაჟდება.
2019-04-19 10:51:23

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით, თბილისში ლითონის კონსტრუქციის ქვეითად მოსიარულეთა ხიდების დემონტაჟი დაიწყო.

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურმა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან ერთად შეათანხმა ადგილები, სადაც მოიხსნება ლითონის ხიდები დაზებრა" გადასასვლელები გაჩნდება შუქნიშნებით. თბილისის მერი კახა კალაძე შარტავას ქუჩაზე დემონტაჟის პროცესს დაესწრო.

დემონტაჟი იმგვარად ხდება, რომ შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, თუ რომელიმე ადგილზე ზებრა გადასასვლელის გაკეთება შეუძლებელი იქნება, ხიდს ისევ გამოვიყენებთ", – განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ პირველ ეტაპზე 20 ხიდი მოიხსნება.

მერია გეგმავს, რომ თბილისის ქუჩები უფრო უსაფრთხო და ხელმისაწვდომი იყოს ქვეითად მოსიარულეების, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ველოსიპედისტებისთვის, განაცხადა ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა გალაკტიონ ბუაძემ.

მერიის მიერ გაცხადებული სატრანსპორტო პოლიტიკით პრიორიტეტი ქვეითად მოსიარულეებს ენიჭებათ. შესაბამისად, მათთვის გადაადგილება კომფორტული უნდა იყოს ხიდებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების გამოყენების გარეშე. ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც დაგეგმილია გადასასვლელი ხიდის დემონტაჟი, თანამედროვე ქვეითთა გადასასვლელები მოეწყობა", – განაცხადა ბუაძემ.

ახალი ინიციატივის ფარგლებში ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა გურამიშვილის გამზირზე ხუთ შუქნიშანს უკვე ჩაუტარა რეკონსტრუქცია, მონიშნა ქვეითთა სექციები. უახლოეს პერიოდში დაიხაზებაზებრები" და ამოქმედდება შუქნიშნები.

სამუშაოები ეტაპობრივად ჩატარდება და წლის ბოლომდე დასრულდება. სამუშაოებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 307,8 ათასზე მეტი ლარია გამოყოფილი.

თბილისში სულ 34 ლითონის კონსტრუქციის ქვეითად მოსიარულეთა ხიდია. მათი რემონტისა და გამყარებისთვის 2018 წელს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა შესაბამისი სამუშაოები ჩაატარა. ეს სამუშაოები 237,7 ათას ლარზე მეტი დაჯდა.

2019-05-14 15:37:55
ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
2019-05-14 14:56:12
საგამოძიებო კომიტეტმა დაასრულა საქართველოს მოქალაქეების მიერ მკვლელობის ჩადენის შემთხვევასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
2019-05-15 00:38:08
თბილისი უმასპინძლებს ფესტივალს, რომელიც საიათნოვას მიეძღვნება
2019-05-14 13:00:14
ზოჰრაბ მნაცაკანიანმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ არცახის ხალხის თვითგამორკვევის უფლების უწყვეტ მხარდაჭერას
2019-05-14 12:43:37
გიორგი მარგველაშვილმა კოტეჯი მისი სახლის ეზოში გაქირავების საერთაშორისო ვებგვერდზე უკვე განათავსა