192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
29 მაისი შესაძლებელია პეტერბურგში შედგეს ნიკოლ ფაშინიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა
2019-04-19 18:22:11

რუსეთის ფედერაციის ფედერალური საბჭოს თავმჯდომარემ ვალენტინა მატვიენკომ სომხეთის პარლამენტის სპიკერ  არარატ მირზოიანთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ სომხეთისა  და რუსეთის  ხელმძღვანელები ნიკოლ ფაშინიანი და ვლადიმირ პუტინი შესაძლოა შეხვდნენ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის უზენაესი საბჭოს სხდომის ფარგლებში, რომელიც ჩატარდება  29 მაისს ყაზახეთში, ამის შესახებ წერს „რია ნოვოსტი“.

მის მიხედვით რუსეთის ფედერაციისა და სომხეთის რესპუბლიკის პოლიტიკური თანამშრომლობა ძალიან კონსტრუქციული და დინამიურია.

"ჩვენი ქვეყნის ლიდერები გასულ წელს შვიდჯერ შეხვდნენ,  ისინი მუდმივ კონტაქტში არიან, აწარმოებენ სატელეფონო საუბრებს.

29 მაისს გაიმართება შეხვედრა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის უზენაესი საბჭოს ფარგლებში, რომელიც გაიმართება  ყაზახეთში, ხოლო 1 ოქტომბერს მსგავსი შეხვედრა ჩატარდება ერევანში, სადაც ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელებს კიდევ ერთი შეხვედრის საშუალება მიეცემათ“-აღნიშნა მატვიენკომ არარატ მირზოიანთან შეხვედრისას.