192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ქართულმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა „თევზაობა“ დიდ ბრიტანეთში გაიმარჯვა
2019-04-22 07:00:01

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში ქართველი რეჟისორის, თორნიკე ბზიავას მოკლემეტრაჟიანი ფილმითევზაობა" Monkey Bread Tree Film Awards-ის ჟიურის პრიზის მფლობელი გახდა, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

ფესტივალის ჟიურის წევრმა და დირექტორმა ბენ რაიდერმა ქართული ფილმისპოეზია, ჰარმონია და ქორეოგრაფიაცნობილი ირანელი კინორეჟისორის, აბას კიაროსტამის და ასევეოსკარზენომინირებული პოლონელი კინორეჟისორისა და კინოდრამატურგის, კშიშტოფ კესლოვსკის სტილს შეადარა.

პოლონური კომედიის სტილისკენ განსაკუთრებით ფილმის მეორე ნაწილი იხრება, რადგან მასში არის თავისებური დამცინავი სოციალისტური კომედიური ელემენტი, რომელიც ერთდროულად არის ბნელიც და საინტერესო. ის გვაგონებს აწგარდაცვლილი კშიშტოფ კისლოვსკის ნამუშევარს, მაგალითად, ფილმსსამი ფერი: თეთრი“... მიმაჩნია, რომ რეჟისორი ოსტატურად იყენებს კინემატოგრაფიულ ინსტრუმენტებს. სწორედ ამიტომაც ის, ბოლოს და ბოლოს, გამარჯვებულია. და ეს შესანიშნავად ჩანს მის ფილმში“, - განაცხადა რაიდერმა.

ფილმითევზაობა

თევზაობა" — საქართველოსა და საფრანგეთის კოპროდუქცია. ფილმი ნარკოპოლიტიკას, პოლიციელების სისასტიკეს, მართლმსაჯულებასა და ძალადობას ეხება. ფილმში მონაწილეობენ იმედა არაბული, ნიკა გორდეზიანი, გიორგი აბზიანიძე, მზია არაბული, თამარ ბზიავა, აფრობერტ კობერიძე, გიორგი ცხვედიანი და სხვ.

ფილმთევზაობასუკვე საკუთარი საფესტივალო ისტორია გააჩნია. 2018 წელს თორნიკე ბზიავას ფილმი კლერმონ-ფერანის საერთაშორისო კინოფესტივალის ეროვნულ კონკურსში მოხვდა. მოკლემეტრაჟიანი ფილმების ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი Festival International du court metrage Clermont-Ferrand, რომელიც 1979 წელს დაფუძნდა, დღეისათვის მოკლემეტრაჟიანი კინოფილმებისადმი მიძღვნილი ყველაზე პრესტიჟული კინოფორუმია მსოფლიოში.

2019-05-14 15:37:55
ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
2019-05-14 12:43:37
გიორგი მარგველაშვილმა კოტეჯი მისი სახლის ეზოში გაქირავების საერთაშორისო ვებგვერდზე უკვე განათავსა
2019-05-14 14:56:12
საგამოძიებო კომიტეტმა დაასრულა საქართველოს მოქალაქეების მიერ მკვლელობის ჩადენის შემთხვევასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
2019-05-15 00:38:08
თბილისი უმასპინძლებს ფესტივალს, რომელიც საიათნოვას მიეძღვნება
2019-05-14 13:00:14
ზოჰრაბ მნაცაკანიანმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ არცახის ხალხის თვითგამორკვევის უფლების უწყვეტ მხარდაჭერას