192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ბზობა 2019: როგორ აღნიშნავენ საქართველოში მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას
2019-04-22 08:00:47

,,სპუტნიკი საქართველო” გიამბობთ როგორ ზეიმობენ მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას საქართველოში და ბზობის აღნიშვნის რა ტრადიციები არსებობდა ქვეყანაში ძველად.

რატომ ბზა?

სახარების მიხედვით, როდესაც მაცხოვარი მიუახლოვდა ბეთბაგესა და ბეთანიის მთას, რომელსაც ზეთისხილის მთა ეწოდება, ორი მოწაფე უახლოეს სოფელში გაგზავნა, რათა მიეყვანათ მისთვის შესასვლელშივე დაბმული ვირი და ჩოჩორი, რომლის ზურგზეც ჯერ არავინ მჯდარიყო.

მოციქულებმა ბრძანება შეასრულეს. ეს ყველაფერი იმისთვის მოხდა, რომ აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება ზაქარიასი: „და პოვა იესო ვირი და დაჯდა მას ზედა, ვითარცა წერილ არს: ნუ გეშინინ, ასულო სიონისაო! აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა და ზე ზის იგი კიცვსა ვირისასა

იერუსალიმისაკენ დიდებით მიმავალი ხალხი სამოსელს უფენდა გზაზე, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მაცხოვარს. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: „ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!“

ბზის ან პალმის მშვენიერებით ეკლესია უფრო ცხოვლად გამოხატავს უფლის დიდებით შესვლად იერუსალიმში. ეს დიდი ხნის ტრადიციაა. V საუკუნის სასულიერო მოღვაწე, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი წმიდა პროკლე, თავის ერთ-ერთ სიტყვაში ასე ამბობს: „ხელთ ვიპყრათ პალმის ტოტები და შევეგებოთ დიდებით მომავალს უფალს ჩვენსას“.

როგორ აღნიშნავენ ბზობას საქართველოში

საქართველოში ბზობის დღესასწაულზე ეკლესია-ტაძრების ეზოებში ბზისა და ძეწნის რტოების სიმრავლეა, რადგან იმ ქვეყნებში, სადაც პალმა არ ხარობს, ადგილობრივ დადგენილი ტრადიციის მიხედვით სადღესასწაულოდ ის მცენარე იხმარება, რომელიც გაზაფხულზე ამ დროს იქ ხარობს.

ტრადიციის მიხედვით, ბზის ტოტებს ტაძრებში აკურთებენ კურთხევის შემდეგ კი მოსახლეობას ის სახლებში მიაქვს.

ამ დღეს ეკლესიებში წმ. იოანე ოქროპირის წირვა ტარდება. მათთვის კი ვინც მარხულობს, ბზობა ხსნილია თევზით.

2019-05-14 15:37:55
ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
2019-05-14 12:43:37
გიორგი მარგველაშვილმა კოტეჯი მისი სახლის ეზოში გაქირავების საერთაშორისო ვებგვერდზე უკვე განათავსა
2019-05-14 14:56:12
საგამოძიებო კომიტეტმა დაასრულა საქართველოს მოქალაქეების მიერ მკვლელობის ჩადენის შემთხვევასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
2019-05-15 00:38:08
თბილისი უმასპინძლებს ფესტივალს, რომელიც საიათნოვას მიეძღვნება
2019-05-14 13:00:14
ზოჰრაბ მნაცაკანიანმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ არცახის ხალხის თვითგამორკვევის უფლების უწყვეტ მხარდაჭერას