192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
რა მოხდა პანკისში
2019-04-22 12:24:53

პანკისის ხეობაში ვითარება კვირას დილით გამწვავდა, როდესაც მდინარე ალაზნისპირას „სამყურაწყალი 2"-ის ჰესის მშენებლობა დაიწყო, რამაც ადგილობრივების მასშტაბური პროტესტი გამოიწვია. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რომელსაც მშენებლობის დაწყების პროცესის უსაფრთხოება უნდა უზრუნველეყო, რამდენიმე შეტაკება მოხდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ქვები და ჯოხები დაუშინეს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი რამდენჯერმე გამოიყენა. შედეგად პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება მოხდა.

დაზიანებულია პოლიციის სპეცტექნიკა, დაშავებული არიან პოლიციის თანამშრომლები და მოქალაქეები. სამედიცინო დახმარება 55 ადამიანს დასჭირდა, მათ შორის 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს. შსს-ს ინფორმაციით, 23 პოლიციელი თელავის საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც ქართული მასმედია იუწყება, სამედიცინო დახმარება რამდენიმე ჟურნალისტს დასჭირდა, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ჰესის სიმძლავრე უნდა იყოს 5,4 მეგავატი, მოსახლეობა შიშობს, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლისთვისაც მდინარის ნაწილს მილებში მოაქცევენ, სოფელს უწყლოდ დატოვებს და გარემოს იმდენად დააზიანებს, რომ მათ სახლებიდან წასვლა მოუწევთ. ამასთან, ჰესის მშენებარე კომპანიებმა „ალაზანი ენერჯიმ" და „ფერიმ" გაავრცელეს განცხადება, რომლის თანახმად, ახალი ჰიდროელექტროსადგური გარემოზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ვერ მოახდენს. ამასთან, ისინი წყალმომარაგების მხრივ ყველა პრობლემის გადაჭრას საკუთარ თავზე აიღებენ, თუ ამის საჭიროება დადგება.

შინაგან საქმეთა მინისტრსა და პანკისის ხეობის უხუცესებს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად ცნობილი გახდა, რომ ჰესის მშენებლობა მოსახლეობის 90%-ის თანხმობის შემთხვევაში გაგრძელდება. ადგილზე გახარიას გარდა იმყოფებოდნენ გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და რეგიონალური განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის მუხლებით „პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა", რაც ისჯება ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით და „სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება ცეცხლის წაკიდებით", რაც ითვალისწინებს ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
ამ დროისთვის პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანთან სიმშვიდეა. სპეცრაზმმა ხეობა დატოვა, პოლიტიკოსები კი დასკვნებს აკეთებენ.


 

2019-05-14 12:43:37
გიორგი მარგველაშვილმა კოტეჯი მისი სახლის ეზოში გაქირავების საერთაშორისო ვებგვერდზე უკვე განათავსა
2019-05-14 15:37:55
ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
2019-05-14 13:00:14
ზოჰრაბ მნაცაკანიანმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ არცახის ხალხის თვითგამორკვევის უფლების უწყვეტ მხარდაჭერას
2019-05-14 14:56:12
საგამოძიებო კომიტეტმა დაასრულა საქართველოს მოქალაქეების მიერ მკვლელობის ჩადენის შემთხვევასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
2019-05-15 00:38:08
თბილისი უმასპინძლებს ფესტივალს, რომელიც საიათნოვას მიეძღვნება