Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
მამუკა ბახტაძემ ზელენსკის გამარჯვება მიულოცა
2019-04-22 12:31:27

უკრაინის ცესკოს მონაცემებით, ოქმების 89,41%-ის დამუშავების შედეგად, ზელენსკი იღებს ამომრჩეველთა ხმების 73,19%-ს, ხოლო სახელმწიფოს მოქმედი მეთაური პეტრო პოროშენკო - 24,48%-ს.

„ვულოცავ ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ვლადიმირ ზელენსკის. საქართველო მხარს უჭერს უკრაინის მშვიდობიან და დემოკრატიულ გადაწყვეტილებას", - დაწერა პრემიერმა Twitter-ში.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური კვირას გაიმართა. ამომრჩევლების გამოცხადება 62,07%-ს შეადგენდა.

უკრაინის ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის, ევგენი რადჩენკოს განცხადებით, კენჭისყრის ოფიციალური შედეგები, საორიენტაციოდ, 30 აპრილს გამოცხადდება.