Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა სომხეთის მეწარმეობის პოტენციალმა. აშშ ელჩი.
2019-04-22 16:41:56

ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა სომხეთის მეწარმეობის პოტენციალმა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა სომხეთში აშშ- საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლინ ტრეისიმ, პროგრამა "სოფლის მეურნეობის სფეროების განვითარება, ახალი ეკონომიკური შესაძლებლობა" გახსნისას.
მისი თქმით, პროგრამა ორი ქვეყნის თანამშრომლობით განხორციელებული პროგრამა მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, სადაც ჩართულია სომხეთის მოსახლეობის 40%.

"სომხეთის ხელისუფლების მიერ გამოცხადებული ეკონომიკური რევოლუცია არსებითად უკავშირდება ბიზნესისთვის ამჟამად არსებული ბარიერების აღმოფხვრას, რაც ხელს შეუწყობს განვითარებისთვის უფრო ხელსაყრელი პირობების შექმნას.

ჯანსაღი ბიზნეს კლიმატის პროექტი შეესაბამება სომხეთის ხელისუფლების სწრაფვას დემოკრატიის განვითარებისთვის", - განაცხადა დიპლომატმა.
ლინ თრეისიმ დაამატა, რომ პროექტი მიზნად ისახავს ინდივიდუალური მეწარმეობის პოტენციალის განსაზღვრას და ამ მიზნით გრანტების გაცემას, რაც მათ ამასთანავე დაეხმარება იმპორტის საკითხშიც.