192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
წერე ქართულად, მაგრამ ახლებურად – გამოცხადდა შრიფტების კონკურსი „ქართული -ა“
2019-04-23 10:04:17

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით, საქართველოში ახალი ქართული შრიფტების შექმნის მიზნით TBC bank-მა გამოაცხადა კონკურსი სახელწოდებითქართული -".

კონკურსის პირობებში აღნიშნულია, რომ კონკურსის ფარგლებში მონაწილეები ახალ ქართულ შრიფტებს შეიმუშავებენ, რომელთა შორისაც საუკეთესოები გაციფრულდება და ფონტების სახით დაინერგება.

კონკურსი ქართული მემკვიდრეობისა და იდენტობის მთავარი ატრიბუტისდამწერლობის შენარჩუნებასა და განვითარებას ემსახურება. „ქართული -" მიზნად ისახავს ქართული დამწერლობის თანამედროვე სამყაროსთან კიდევ უფრო მეტად ადაპტირებას, მის გავრცელებას ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ", – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

კონკურსზე რეგისტრაცია 2019 წლის 1 მაისიდან დაიწყება. საკონკურსო ნამუშევრების მიღება 15 ივლისამდე მოხდება, ხოლო შრიფტების შეფასება 15 აგვისტომდე გაგრძელდება. დაჯილდოების ცერემონია 2019 წლის სექტემბერშია დაგეგმილი.

პირველი ადგილის მფლობელი ფულად ჯილდოს – 2 000 ლარს მიიღებს. მეორე ადგილზე გასულ მონაწილეს კი 1 000 ლარი გადაეცემა.

ნამუშევრების მიღება რვა კატეგორიაში მოხდება: ლაკონური, რეგულარული, ხელნაწერი, ადაპტირებული, კლასიკური (აკადემიური), მხატვრული, ტექნიკური და ფუტურისტული შრიფტები.

როგორც კონკურსის იდეის ავტორები აღნიშნავენ, ფუტურისტული შრიფტების კატეგორიაში კონკურსანტები კონცეპტუალურად განავითარებენ ქართული შრიფტის ინოვაციურ ხედვას.

მონაწილეები შეძლებენ მაქსიმალურად გაბედული იდეების განვითარებას", – აღნიშნავენ ავტორები.

ქართული ანბანი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესია. ქართული დამწერლობის გრაფიკულმა გამოსახულებამ განვითარების სამი საფეხური გაიარა. მისი ყველაზე ძველი სახეობაა ასომთავრული (მრგვლოვანი). ისტორიული წყაროების მიხედვით, იგი ძვ..აღ. III საუკუნეში, ფარნავაზ მეფის დროს შეიქმნა. ასომთავრული განსხვავდება ფორმების სიმრგვალითა და ასოების ერთნაირი ზომით.

IX საუკუნიდან პარალელურად გვხვდება ნუსხური დამწერლობა. იგი საეკლესიო ლიტერატურაში გამოიყენებოდა და უშუალოდ ასომთავრულის გრაფიკული გარდაქმნის შედეგად ჩამოყალიბდა. ნუსხური ანბანით დაწერილი ტექსტების სათაურებში მაინც იყო ასომთავრული.

X-XI საუკუნეებში ორი ანბანის პარალელურად ვითარდება მხედრული, ანუ თანამედროვე ქართული ანბანი, რომელიც უპირატესად გამოიყენებოდა სამოქალაქო პრაქტიკაში.

იუნესკომ 2016 წელს ქართული დამწერლობის სამივე სახეობა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა.