192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა შეთანხმებას ევრაზიის ეკონომიკური გაერთიანების წევრ სახელმწიფოებსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობის შესახებ.
2019-04-23 12:43:47

ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა ევრაზიის ეკონომიკური გაერთიანების წევრ სახელმწიფოებსა  და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას. კანონპროექტი წარმოადგინა ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრის მოადგილე  ალბერტ ბაბაიანმა. შეთანხმება უზრუნველყოფს სახელმწიფო დარეგულირების სხვადასხვა მიმართულებებით თანამშრომლობის ისეთ მექანიზმებს, რომლებიც საშუალებას აძლევენ მაქსიმალურად იქნეს მხედველობაში მიღებული ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საერთო და თითოეული წევრ ქვეყნის ცალკეული ინტერესები, აგრეთვე მეწარმეობის ინტერესები, მოგვარების გამჭვირვალეობა და პროგნოზირებადობა ეროვნულ და ზეეროვნულ დონეებზე. შეთანხმების რატიფიცირება დაეხმარება თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაფართოებას ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებსა და ჩინეთს შორის, ისევე როგორც განსაზღვრულად დააკავშირებს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებისა და ჩინეთის ერთობლივ პროექტებს და ახალ ტექნოლოგიებს.