192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
„აღიარე“ – სომეხთა გენოციდიდან 104 წელი გავიდა
2019-04-24 15:41:53

ახალციხეში მცხოვრები ეთნიკურად სომხები დღეს, 23 აპრილს, 20:00 საათისათვის, რაბათში გრიგოლ განმანათლებლის სომხური სამოციქულო ეკლესიის ეზოში შეიკრიბნენ და ჩირაღდნებით, ასევე დროშებით გენოციდის მსხვერპლთა მემორიალისაკენ მსვლელობა მოაწყვეს.

ისინი, შეძახილით „აღიარე“ თურქეთსა და მსოფლიოს 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი გენოციდის აღიარებისაკენ მოუწოდებენ.

„20–ზე მეტი ქვეყანა აღიარებს გენოციდს, ამიტომ თურქეთსა და მათ შორის საქართველოსაც მოვუწოდებთ აღიაროს. ამასთან დაკავშირებით ვაწყობთ მსვლელობას და ამით ვიხსენებთ გენოციდისას გარდაცვლილებსაც“,–ამბობს ედვარდ აივაზიანი.

ხვალ, 24 აპრილს დილიდან სომხურ სამოციქულო ეკლესიაში გენოციდისას გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი წირვა ჩაატარდება. 13:00 საათიდან კი ისევ გაიმართვება ქალაქში მსვლელობა გენოციდის მსხვერპლთა მემორიალისაკენ.