192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ახალქალაქსა და ნინოწმინდაში პატივი მიაგეს სომეხთა გენოციდის უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნას
2019-04-24 18:07:17

დღეს ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ხალხმრავლობაა, ახალქალაქის წმინდა ჯვრის სახელობის ეკლესიის ეზოში მოსახლეობა ყვავილებით ამკობს ოსმანეთის იმპერიაში სომეხთა  გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ძეგლს.

24 აპრილს, ისევე როგორც მთელი მსოფლიოს სომხები, ახალქალაქელებიც პატივს მიაგებენ მილიონ ნახევარი უდანაშაულო თანამემაულეების ხსოვნას, რომლებიც ემსხვერპლნენ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში განხორციელებულ მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ ჟლეტას.  დილით წმინდა ჯვრის სახელობის ეკლესიაში გადაიხადეს პარაკლისი დაღუპულთა სულების მოსახსენებლად.

მსგავსი ტიპის ღონიძიება გაიმართა ქალაქ ნინოწმინდაში.

  უკვე მრავალი წელია სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა, მიუხედავად ეროვნებისა, იხსენებს

და პატივს მიაგებს გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას, მოუწოდებს  მის  აღიარებისაკენ.