192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომეხმა მაღალჩინოსნებმა პატივი მიაგეს სომხების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას
2019-04-24 15:00:42

სომხეთის რესპუბლიკის მაღალი რანგის ხელმძღვანელობამ არმენ სარგსიანმა, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, სრ ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ არარატ მირზოიანმა, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ II და სხვა ოფიციალურმა პირებმა წიწერნაკაბერდის მემორიალურ კომპლექსში პატივი მიაგეს სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას.
მათ ყვავილობი დააწყვეს გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის მარადიულ ცეცხლთან. უწმინდეს გარეგინ II-ის ხელმძღვანელობით სრულიად სომეხთა წმიდა მოწამეთა სასულიერო  დასმა წირვა ჩაატარა 1.5 მილიონი უდანაშაულო მსხვერპლის სულების მოსახსენიიებლად, ქვეყნის ხელმძღვანელებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გენოციდში დაღუპულთა ხსოვნას.
24 აპრილს მოხსენიების ღონისძიებები ჩატარდა სომხეთის ყველა რეგიონში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სომხურ თემებში. საპროტესტო გზავნილი იქნა მიმართული თურქეთის უარყოფის პოლიტიკის წინააღმდეგ და მოწოდებები გაკეთდა საერთაშორისო საზოგადოების მისამართით, აღიაროს მე -20 საუკუნის ყველაზე დიდი დანაშაული, რითაც თავიდან ავიცილებთ გენოციდის განმეორებას.
ოსმალეთის მთავრობის მიერ ჩადენილი სომეხთა გენოციდის ფაქტი უკვე დადასტურებულია და აღიარებულია თვითმხილველების დოკუმენტური ინფორმაციით, კანონებით, ბრძანებულებებით, და მრავალი სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებებით. ოსმალეთის იმპერიაში 1915 სომეხთა მასობრივი მკვლელობის, როგორც წინასწარ და საფუძვლიანად შესრულებული გენოციდის აქტის კვალიფიცირების მთელი რიგი დოკუმენტების რიცხვი უარებელია.

2019-05-14 15:37:55
ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
2019-05-14 14:56:12
საგამოძიებო კომიტეტმა დაასრულა საქართველოს მოქალაქეების მიერ მკვლელობის ჩადენის შემთხვევასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
2019-05-15 00:38:08
თბილისი უმასპინძლებს ფესტივალს, რომელიც საიათნოვას მიეძღვნება
2019-05-14 13:00:14
ზოჰრაბ მნაცაკანიანმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ არცახის ხალხის თვითგამორკვევის უფლების უწყვეტ მხარდაჭერას
2019-05-14 12:43:37
გიორგი მარგველაშვილმა კოტეჯი მისი სახლის ეზოში გაქირავების საერთაშორისო ვებგვერდზე უკვე განათავსა