192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ცნობილი გახდა ჰუმანიტარული პრემია „ავრორას“ 2019 ნომინანტები
2019-04-24 23:13:02

2019 წელს  ჰუმანიტარული პრემია „ავრორას“ ნომინანტები  არიან: ჰუმანიტარული ორგანიზაციის  „საჰაერო ხიდი-ერაყი“ თნადამფუძნებელი და ხელმძღვანელი მირზა  დინაი,  ისლამური ფონდის  «Futureprowess»  დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ადვოკატი  ზანა ბუკარ მუსტფა და ადამიანთა უფლებების დამცველი, აქტივისტი ადვოკატი  ჰუდა ალ-სარარი. ამის შესახებ  ჟურნალისტებს ცნობა მიაწოდა «Futureprowess»-მა.
ჰუმანიტარული პრემიის „ავრორა“ დამფუძნებლები არიან  რუბენ ვარდანიანი და ნუბარ აფეიანი.
ნუბარ აფეიანის სიტყვებით ჰუდა ალ-სარარმა გამოიძია და გამოამჟღავნა იემენში მოქმედი საიდუმლო ქსელი, სადაც შეპყრობილი ჰყავდათ და აწამებდნენ ათასობით მამაკაცებსა და ახალგაზრდებს. ალ-სარარმა  მტკიცებულებანი გაუგზავნა საერთაშორისო ავტორიტეტულ სამართალდამცავ ორგანიზაციებს, ხმა აიმაღლა იემენში ადამიანთა უფლებების დაცვის ირგვლივ .  მიუხედევად იმისა, რომ მას სიკვდილით ემუქრებიან, ის კვლავ აგრძელებს მის საქმიანობას.

შემდეგი კანდიდატია  მირზა დინაია, ის ეხმარება ერაყში დაზარალებულ იეზიდებს და მათ სამკურნალოდ გერმანიაში აგზავნის, განსაკუთრებთ ქალებსა და ბავშვებს.

მესამე გმირია ზანა ბუკარ მუსტაფა, რომელიც ნიგერიის ერთ-ერთ ქალაქში უფასო სურსათს აწვდის  და  ჯანმრთელობის სფეროში მომსახურებას უწევს ღარიბ მოსახლეობას.

პრემიის ლაურეატი ცნობილი გახდება ამა წლის  20 ოქტომბერს. გამარჯვებული მიიღებს მილიონ დოლარს.

 

2019-05-14 15:37:55
ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
2019-05-14 14:56:12
საგამოძიებო კომიტეტმა დაასრულა საქართველოს მოქალაქეების მიერ მკვლელობის ჩადენის შემთხვევასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
2019-05-15 00:38:08
თბილისი უმასპინძლებს ფესტივალს, რომელიც საიათნოვას მიეძღვნება
2019-05-14 13:00:14
ზოჰრაბ მნაცაკანიანმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ არცახის ხალხის თვითგამორკვევის უფლების უწყვეტ მხარდაჭერას
2019-05-14 12:43:37
გიორგი მარგველაშვილმა კოტეჯი მისი სახლის ეზოში გაქირავების საერთაშორისო ვებგვერდზე უკვე განათავსა