192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთი საერთაშორისო დღის წესრიგში თანმიმდევრულად სვამს გენოციდის პრევენციის საკითხს. ზოჰრაბ მნაცაკანიანი.
2019-04-24 16:22:52

სამართლიანობის აღდგენის შესახებ სომეხი ხალხის გადაწყვეტილება არასოდეს არ შეიცვლება. ამის შესახებ განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა.
"დღეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ჩვენს თანამემამულეებთან ერთად სომეხი ხალხის მეგობრები ატარებენ რიგ ღონისძიებებს და მემორიალურ ცერემონიებს. სომხების გენოციდის აღიარება არის არა მხოლოდ ჩვენი სამართლიანობის აღდგენის ნაბიჯი, არამედ ნაბიჯი გენოციდის პრევენციისკენ. ეს არის გზავნილი, რომ დაუსჯელობა მისაღები არ იქნება", - აღნიშნა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა.
ჟურნალისტების იმ კითხვაზე, თუ სომხეთის საერთაშორისო იმიჯის ამაღლების გათვალისწინებით, შესაძლოა, რომ დაიწყოს ახალი პროცესი თურქეთთან, ზოჰრაბ  მნაცაკანიანმა ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნია.
"სამწუხაროდ, თქვენ ხედავთ, ყველაფერ იმას, რაც მოდის ოფიციალური ანკარიდან, და ისინი იმედის მომცემი არაა, პირიქით, კრიტიკის ღირსია", - განაცხადა მინისტრმა.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უარყოფის წინააღმდეგ ბრძოლა სომხეთისთვის რჩება საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი.
"საერთაშორისო დღის წესრიგში წლების განმავლობაში ჩვენ მუდმივად ვსვამთ გენოციდის პრევენციის საკითხს. გენოციდის თავიდან აცილება საერთაშორისო ვალდებულებაა, ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას. დაუსჯელობა არ შეიძლება იყოს მისაღები", -განაცხადა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა.

2019-05-14 15:37:55
ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
2019-05-14 14:56:12
საგამოძიებო კომიტეტმა დაასრულა საქართველოს მოქალაქეების მიერ მკვლელობის ჩადენის შემთხვევასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
2019-05-15 00:38:08
თბილისი უმასპინძლებს ფესტივალს, რომელიც საიათნოვას მიეძღვნება
2019-05-14 12:43:37
გიორგი მარგველაშვილმა კოტეჯი მისი სახლის ეზოში გაქირავების საერთაშორისო ვებგვერდზე უკვე განათავსა
2019-05-14 13:00:14
ზოჰრაბ მნაცაკანიანმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ არცახის ხალხის თვითგამორკვევის უფლების უწყვეტ მხარდაჭერას