192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საქართველოდან სომხეთში ტრანსპორტით გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება
2019-04-25 11:20:38

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 14,6-კილომეტრიანი მონაკვეთის (98–112 კმ) სარემონტო სამუშაოები ოქტომბერში დასრულდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტზე დაყრდნობით.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონი ზამთრის მკაცრი კლიმატური პირობებით (დიდთოვლობა, ნამქერი და დიდი ყინვები) გამოირჩევა, შესაბამისად, ზამთარში სარემონტო სამუშაოები შეჩერდა. სამუშაოები განახლდა მას შემდეგ, რაც მეტეოროლოგიური პირობები გაუმჯობესდა.

პროექტის ფარგლებში დაგეგემილია არსებული დაზიანებული გზის სრული რეაბილიტაცია, გაფართოება, რკინა-ბეტონის სამი ხიდისა და წყალგამტარი მილების რეაბილიტაცია. ასევე დაგეგმილია საავტომობილო გზის საგზაო ნიშნებით აღჭურვა.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მონაცემებით, აღნიშნული მონაკვეთი გადის სოფლებზე გორელოვკა და ჟდანოვი და საქართველო-სომხეთის საზღვართან სრულდება.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 13,8 მლნ ლარს აჭარბებს.

სარემონტო სამუშაოები 2018 წლის ივლისში დაიწყო. ამ დროისთვის ორკილომეტრიან მონაკვეთზე დაგებულია ასფალტ-ბეტონის საფარი, ხოლო მეორე ორკილომეტრიან მონაკვეთზე მოწყობილია მიწის ვაკისი.

წელს საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე დაზიანებული 5-კილომეტრიანი მონაკვეთის (91-97 კმ) სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაწყებად პროექტიც მომზადდება.

მას შემდეგ, რაც საავტომობილო გზის ორივე მონაკვეთი გარემონტდება, ახალციხიდან სომხეთამდე მოძრაობა უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდება, აღნიშნავენ უწყებაში.

ამ ეტაპზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სარემონტო სამუშაოები ათი პროექტის ფარგლებში ხორციელდება. მიმდინარეობს ოთხი ხიდისა და 41,1 კმ გზის მშენებლობა და რემონტი. აღნიშნული პროექტების ჯამური ღირებულება 32,8 მილიონ ლარს შეადგენს.

2019 წელს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დაგეგმილია 7 პროექტის დაწყება, რომელთა ჯამური სიგრძე შეადგენს 37,3 კმ-. პროექტების სავარაუდო ღირებულება 36,2 მლნ ლარზე მეტია.

2019-05-14 15:37:55
ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
2019-05-14 14:56:12
საგამოძიებო კომიტეტმა დაასრულა საქართველოს მოქალაქეების მიერ მკვლელობის ჩადენის შემთხვევასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
2019-05-15 00:38:08
თბილისი უმასპინძლებს ფესტივალს, რომელიც საიათნოვას მიეძღვნება
2019-05-14 13:00:14
ზოჰრაბ მნაცაკანიანმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ არცახის ხალხის თვითგამორკვევის უფლების უწყვეტ მხარდაჭერას
2019-05-14 12:43:37
გიორგი მარგველაშვილმა კოტეჯი მისი სახლის ეზოში გაქირავების საერთაშორისო ვებგვერდზე უკვე განათავსა