Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას მკაცრად დაგმონ თურქეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფა სომხების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი: საგარეო საქმეთა სამინისტრო
2019-04-29 11:48:38

სომხეთი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას მკაცრად  დაგმონ თურქეთის პრეზიდენტის მიერ მიყენებული შეურაცხყოფა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა და გენოციდგამოვლილთა მიმართ. ამის შესახებ აღნიშნულია სომეხთა გენოციდის წლისთავთან დაკავშირებით სრ სს სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც  წარმოგიდგენთ ქვემოთ.

 „24 აპრილს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მყოფმა  სომხებმა, სომეხ ხალხთან და  მეგობრებთან ერთად აღნიშნეს  სომეხთა გენოციდის 104-ე წლისთავი. ამ ღონისძიებას შეუერთდნენ სხვადასხვა ერები, სათვისტომოები და საზოგადოების წარმომადგენლები.  
მუხედავად ამისა თურქეთი  კვლავ აგრძელებს უარყოფის პოლიტიკას და გენოციდის მსხვერპლთა  და გენოციდგამოვლილ პიროვნებათა მიმართ იჩენს უპატივცემულობას და შეურაცხყოფას აყენებს მათ.  ყოველივე ეს კვლავ გამოიხატა  თურქეთის პრეზიდენტის 24 აპრილის მიმართვაში, სადაც მან  მსხვერპლს უწოდა „სომეხი ბანდიტები და მათი მხარდამჭერები“.

ოსმანეთის იმპერიის მიერ „გასახლების“ მოტივით დაგეგმილი  და განხორციელებული  სომეხთა გენოციდის გამართლება და მისი, როგორც „ყველაზე გონივრულ ქმედებად“  გამოცხადება, რა თქმა უნდა, მეტად შემზარავია, მაგრამ  ამავე დროს ის ადასტურებს, რომ   გენოციდის პრევენციისა და დასჯის შესახებ კონვენციაში სწორი აზრია გამოთქმული   ოსმანეთის იმპერიაში სომეხი ხალხის  ეროვნული, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურების შესახებ.

უფრო მეტიც,  თურქეთი პერიოდულად  ცდილობს მის უარყოფას მისცეს რელიგიური ხასიათი, რაც მიუღებელია. მსოფლიოში არც ერთ რელიგიას არ შეუძლია გაამართლოს გენოციდის  განმახორციელებლები და მათი ხელშემწყობები. სომეხთა  გენოციდის ისტორიაში მრავალი შემთხვევაა, როცა სომეხი ერის  წარმომადგენელი დარბევასა და სიკვდილს გადაარჩინა ისლამური რელიგიის წარმომადგენელმა. გარდა ამისა,  სომხეთის  გენოციდის ფართო საერთაშორისო აღიარება და დაგმობა ამის ნათელი მაგალითია.

როგორც 1915 წელს, ასევე  ერთი საუკუნის შემდეგაც თურქეთის ხელისუფლება კვლავ განაგრძობს გამოიწვიოს საერთაშორისო საზოგადოება,   რაც გამოიხატება მათი აზრისა და ისტორიული ჭეშმარიტების უარყოფაში. თურქეთის მოქმედება სხვა არაფერია, თუ არა  გენოციდის და საერთოდ კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული სხვა მძიმე დანაშაულობების გამართლება, რაც დაბრკოლებას უქმნის   საერთაშორისო საზოგადოების მიერ გამოვლენილ ძალისხმევას, გენოციდის დაგმობისა და მისი პრევენციის სფეროში.

თურქეთის ეს მოქმედება ხელს უწყობს სიძულვილის დამყარებას, რასაც  მივყავართ კიდევ უფრო მძიმე დანაშაულობებისაკენ, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობის დამყარებასა და სტაბილურობას“.