Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
2019-05-10 09:00:58
საერთაშორისო
ესპანეთის სორიას მერიამ ოფიციალურად აღიარა სომხების გენოციდი
ესპანეთის სორიას მერიამ ოფიცალურად აღიარა სომხების გენოციდი. ამის შესახებ თავის Facebook- ის გვერდზე აუწყებს ესპანეთში სომხეთის საელჩო. "საქალაქო სხდომაზე ყველა 4-მა პარტიამ ერთხმად მიიღო სომხური გაერთიანება "არარატის" მიერ წარდგენილი შუამდგომლობა. შუამდგომლობა წაიკითხა მერმა კარლოს მარტინეს მინგესმა და განაცხადა, რომ სორია ოფიციალურად აღიარებს სომეხთა გენოციდს და მოუწოდებს კასტიას და ლეონს, ესპანეთსა და თურქეთის მთავრობებს, რომ მიბაძონ მათ მაგალითს და აღიარონ სომეხთა გენოციდი და დაგმონ დამნაშავეები ", -ნათქვამია განცხადებაში.
2019-05-02 17:00:12
საერთაშორისო
უნგრეთის პარლამენტის წარმომადგენელმა Panorama.am-ს დაუდასტურა სომხეთ-ევროკავშირის შეთანხმების რატიფიცირების ფაქტი
უნგრეთის პარლამენტის წარმომადგენელმა Panorama.am-ს დაუდასტურა ქვეყნის პარლამენტის მიერ სომხეთ-ევროკავშირის შეთანხმების რატიფიცირების ფაქტი. "დიახ, მე ვადასტურებ, რომ უნგრეთის პარლამენტმა სომხეთსა და ევროკავშირს შორის ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რაც უნგრეთის ოფიციალურ ჟურნალში 2019 წლის 27 მარტს გამოქვეყნდა", - ამის შესახებ Panorama.am-ს განუცხადა უნგრეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მრჩეველმა სიზი რეკამ.
2019-04-29 12:00:24
საერთაშორისო
პორტუგალიის პარლამენტმა მიიღო სომხეთის გენოციდის აღიარების რეზოლუცია.
პორტუგალიის პარლამენტმა მიიღო სომხეთის გენოციდის აღიარების რეზოლუცია. ამის შესახებ  აუწყებს სომხეთის გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტი. შესაბამისი დოკუმენტი წარმოდგენილია პორტუგალიის პარლამენტის ვებგვერდზე. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ პირველი მსოფლიო ომის და მისი შემდგომი წლების განმავლობაში გენოციდის შედეგად დაღუპული სომხების რიცხვი შეადგენს 800,000-დან 1,5 მილიონამდე. ოსმალეთის იმპერიის მიერ მის ტერიტორიაზე მცხოვრები  ეროვნული უმცირესობის - სომხების მიმართ განხორციელებულ მასობრივ განადგურებას  საერთაშორისო საზოგადოების ისტორიკოსები მე -20 საუკუნის პირველ გენოციდს უწოდებენ.
2019-04-25 14:00:05
საერთაშორისო
Bloomberg-ი ვრცელი სტატიით შეეხო სომხეთს
ამერიკული ავტორიტეტული ჟურნალი Bloomberg-ი, თავისი ვრცელი სტატიით შეეხო სომხეთს და წარმოადგინა ქვეყნის მიმზიდველობა. სტატიაში აღნიშნულია, რომ სომხეთის, რომელსაც არ აქვს ზღვაზე გასასვლელი და რომლის მოსახლეობაც 3 მილიონია, გასაცნობად არსებობს რამდენიმე მიზეზი: ოქროს მედალოსანი მოჭადრაკეები, გეოპოლიტიკური პროცესები, ჩერჩილის საყვარელი კონიაკი. ავტორი აღნიშნავს, რომ სომხეთის ტურისტული ღირშესანიშნაობების გარდა, აქ არის მსოფლიოს უძველესი ეკლესიები. იგი წარმოადგენს ეჯმიაწინს, გეღარდს, ტათევს. განხილულია სომხური სამზარეულო, მათ შორის, მწვადი, სასმელები, განსაკუთრებით კონიაკი, რომლის შესახებ თავის დროზე აღტაცებით საუბრობდა უინსთონ ჩერჩილი. ასევე ცალკეა განხილული სომხური ცეკვა.