192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
მასის მაილიანმა მოხსენება გააკეთა ბუენოს-აირესის სახელმწიფო უნივერსიტეტში 12:40 , 30 აპრილი 2019 წ.
2019-04-30 13:00:52

ერევანი, 30 აპრილი, არმენპრესი. ბუენოს-აირესის სახელმწიფო უნივერსიტეტში 29 აპრილს ჩატარებული კონფერენციის "სომეხთა გენოციდისა და შოას (ჰოლოკოსტი) საერთო მახასიათებლები" ფარგლებში არცახის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მასის მაილიანი გამოვიდა მოხსენებით  თემაზე:  " არცახის საერთაშორისო აღიარება, როგორც ახალი გენოციდის თავიდან აცილების საშუალება".

როგორც არმენპრესს აუწყეს არცახის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროდან, არცახის  საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა აზერბაიჯან-ყარაბაღის რესპუბლიკის კონფლიქტის ისტორიაზე, მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებით არცახის ხელისუფლების პოზიციასა და სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხო ნაყოფიერი არქიტექტურის შექმნის  თაობაზე.  შემდეგ მასის მაილიანმა უპასუხა კონფერენციის მონაწილეების შეკითხვებს.