Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
უარყოფილი სიმართლე თან სდევს გენოციდგამოვლილებს: ზოჰრაბ მნაცაკანიანი
2019-05-03 12:18:47

იერუსალიმის  ებრაული უნივერსიტეტის არმენოლოგიის პროგრამის მიერ ორგანიზებული იქნა სომეხთა გენოციდის 104-ე წლითავისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც  წაკითხული იქნა სრ სს მინისტრის  ზოჰრაბ მნაცაკანიანის გზავნილი.  გზავნილში  ზოჰრაბ მნაცაკანიანი მადლობას მოახსენებს იერუსალემის ებრაულ უნივერსიტეტს წლეების განმავლობაში სომეხთა გენოციდისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზებისათვის.

მინისტრმა  გაზი  გაუსვა, რომ  გენოციდის  ტკივილი განაგრძნობს  არსებობას გენოციდგამოვლილთა შთამომავლობაში,  რაც გამოიხატება სიმართლისათვის ბრძოლაში  და ამ საშინელი დანაშაულის ჩამდენთა  წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში.

“ჩვენ  ვალდებულნი ვართ გავაერთიანოთ  ჩვენი ძალები გენოციდის საშიშროების ადრეული აღმოჩენისა და პრევენციის მიმართულებით.  მეტად დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ ჩვენი ერები აწყდებიან სიძულვილის, უარყოფისა და ჩადენილი დანაშაულის გამართლების საშიშ გამოვლინებებს“,-ნათქვამია მიმართვაში.

შეეხო  რა 24 აპრილს  სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს თურქეთის პრეზიდენტის გამოსვლას, მინისტრმა ზოჰრაბიანმა  უწოდა მას  მეტად შეურაცხმყოფელი და მტკივნეული. „სომხეთმა და მსოფლიოში მიმოფენილმა სომხურმა დიასპორამ მკაცრად გააკრიტიკეს თურქეთის პრეზიდენტის ეს გამოსვლა, როგორც სიძულვილისა და  მძიმე დანაშაულისაკენ მომწოდებელი თვალხილული ქმედება. ეს არის თურქეთის მთავრობის უძლურებისა და უპასუხიმგებლობის გამოხატულება, რაც საშიშროებას უქმნის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეს“, -  აღნიშნა მინისტრმა.

2019-05-20 00:44:23
მაშველებმა 80 მეტრის სიმაღლეზე სადენებს წამოდებული პარაპლანისტები ჩამოიყვანეს
2019-05-20 00:34:38
ლაგარდი მოლაპარაკებას გამართავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ. თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველი დირექტორი კრისტინ ლაგარდი თბილისს სამდღიანი სამუშაო
2019-05-20 11:00:05
სომხეთში საქართველოს საელჩოში ნინო სპანდერაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
2019-05-20 14:25:21
სასამართლო სისტემაში ქირურგიული ჩარევის ჩატარების დროა. ნიკოლ ფაშინიანი.
2019-05-20 15:02:22
მოსამართლეები, რომლებსაც განაჩენი გამოჰქონდათ მოქალაქეთა უფლებების უხეში დარღვევით, უნდა გადადგნენ. ნიკოლ ფაშინიანი.