Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
გოლფში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი პირველად გაიმართება
2019-05-03 16:50:03

18-19 მაისს, საქართველოს გოლფის ფედერაციის ორგანიზებით პირველი ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდება. ტურნირს კომპლექსის - „თბილისი ჰილს“ – ‘Tbilisi Hills Golf & Residences’ - გოლფის მოედანი უმასპინძლებს. ჩემპიონატში მონაწილეობას 30-ზე მეტი გოლფერი მიიღებს, მათ შორის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები - მიხეილ ძაძამია და ანდრო შილაკაძე.

დასკვნით დღეს გამოვლინდება საუკეთესო შედეგის მქონე ოთხეული, რომელიც აგვისტოში ვილნიუსში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ევროპირველობა ევროპის გოლფის ასოციაციის ეგიდით გაიმართება. საქართველოს გოლფის ფედერაცია, რომელიც 2007 წელს დაარსდა, ასოციაციის წევრი 2014 წელს გახდა, ხოლო 2015 წლიდან მსოფლიოს პირველი და ყველაზე პრესტიჟული გოლფ კლუბის - ‘R&A’ (Royal and Ancient Golf Club of St Andrews) წევრია.

საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის მხარდამჭერები არიან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და კომპანია „თბილისი ჰილს“.

Tbilisi Hills Golf & Residences’ საქართველოში პირველი და ერთდერთი პროფესიონალური 18 -ფოსოიან გოლფ კლუბია. გოლფის მოედანი 2017 წელს გაიხსნა, მისი ფართობი 110 ჰექტარია, გაშენებული, სოფელ თელეთისა და შავნაბადის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე

2019-05-20 00:44:23
მაშველებმა 80 მეტრის სიმაღლეზე სადენებს წამოდებული პარაპლანისტები ჩამოიყვანეს
2019-05-20 00:34:38
ლაგარდი მოლაპარაკებას გამართავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ. თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველი დირექტორი კრისტინ ლაგარდი თბილისს სამდღიანი სამუშაო
2019-05-20 11:00:05
სომხეთში საქართველოს საელჩოში ნინო სპანდერაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
2019-05-20 14:25:21
სასამართლო სისტემაში ქირურგიული ჩარევის ჩატარების დროა. ნიკოლ ფაშინიანი.
2019-05-20 15:02:22
მოსამართლეები, რომლებსაც განაჩენი გამოჰქონდათ მოქალაქეთა უფლებების უხეში დარღვევით, უნდა გადადგნენ. ნიკოლ ფაშინიანი.