Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
“სომხეთი. 10 ადგილი ედემის ბაღში“
2019-05-03 21:19:25

ესპანურმა ჟურნალმა Etheria Magazine თავის ნომერში გამოაქვეყნა სტატია სომხეთში დასვენებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ. სტატიის სახელწოდებაა "სომხეთი. 10 ადგილი ედემის ბაღში".

სტატიის ავტორები არიან მოგზაური ფოტოგრაფები ხუან კარლოს მუნიესი და მარ რაიმირესი, რომლებიც წარმოადგენენ სომხეთის ბუნებას და ისტორიულ-კულტურულ ძეგლებს, თითოეული მათგანის შესახებ მოკლე ინფორმაციას აწვდიან.
"თუ სამოთხეს ეძებთ, სომხეთში უნდა წახვიდეთ. გზები თქვენ მიგიყვანენ ევროპასა და აზიას შორის წარმოსახვით საზღვართან, სადაც ამბობენ იყო ღვთიური ედემის ბაღი. სწორედ აქ შეიძლება მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციის საწყისების დანახვა", - ნათქვამია სტატიაში.

სომხეთის "წარმოუდგენელი" ადგილების ათეულში ავტორებმა შეიტანეს  ზვართნოცი, გარნი, გეღარდი, ხორ ვირაპი და არარატის მთა, რესპუბლიკის მოედანი, კასკადი და სომეხთა გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტი ერევანში, ისევე როგორც რამოდენიმე სხვა ადგილი.