Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
„ევროპის დღეები“ თბილისში: ღონისძიების გახსნას ქვეყნის პირველი პირები დაესწრნენ
2019-05-06 00:00:08

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით, თბილისშიევროპის დღეებისოფიციალურად გახსნის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი დაესწრნენ, აღნიშნულია თბილისის მერიის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ღონისძიების დაწყებამდე ევროკავშირისა და საქართველოს ჰიმნები შესრულდა. რიყის პარკში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პირველმა პირებმა მიმართეს.

ჩვენ ძალიან რთული გზა გავიარეთ, მაგრამ დღეს შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ საქართველო ევროპასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება, რომელიც ყველას ეკუთვნის”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოსა და ევროპის გზები ასე ახლოს არასდროს ყოფილა. მისი თქმით, საქართველომ შეძლო და, ყველაფრის მიუხედავად, შეინარჩუნა ევროპული კულტურა და ევროპასთან კავშირები.

„15 წლის წინ, როცა საქართველოში საფრანგეთის ელჩად ჩამოვედი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე სწარაფად გავივლიდით ამ გზას. ეს არ არის მარტივი, მაგრამ 15 წელში სამეზობლო პროგრამიდან პარტნიორობაზე გადავედით, პარტნიორობიდან - ასოცირებაზე, ასოცირებამ მოგვიტანა ვიზალიბერალიზაცია და ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა. ეს დიდი მიღწევაა!.. ევროპისა და ევროკავშირის ქვეყნების მთავარი მონაპოვარია, რომ ევროკავშირის შექმნის შემდეგ, ევროკავშირის ტერიტორიაზე ომი აღარ ყოფილა. ჩვენი მისწრაფებაა - მეტი უსაფრთხოება, მეტი განვითარება, მეტი ეკონომიკური წინსვლა, მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში!“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

თბილისის მერმა ევროპის მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი აუცილებლად გახდება.

პირველ რიგში, მინდა დავიწყო იმით, რომ ხუთი წელი გავიდა, რაც ჩვენმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ამ მხრივ ჩვენ უკვე გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, თუმცა ყველაზე მთავარი - გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია, ამისთვის გასაკეთებელი კიდევ ბევრი გვაქვს. ჩვენ, ქართველები ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, კულტურით, ყოველთვის ვიყავით, ვართ და ვიქნებით ევროპელები,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ევროპის მოედნის ტერიტორიაზე მოწყობილევროსოფელშიევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანაა წარმოდგენილი. ისინი მნახველებს საკუთარ ღირსშესანიშნაობებსა და კულტურას აცნობენ. ასევე, წარადგენენ საქართველოში განხორციელებულ აქტივობებს და იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობენ. „ევროსოფელშისაქართველოს რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურა საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

ევროპის დღეები“, რომელიც საქართველოში წელს მეშვიდედ აღინიშნება, მაისის ბოლომდე გაგრძელდება და 80-მდე ღონისძიებას მოიცავს. მათში მონაწილეობენ აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტები და სხვა.

 

2019-05-20 00:44:23
მაშველებმა 80 მეტრის სიმაღლეზე სადენებს წამოდებული პარაპლანისტები ჩამოიყვანეს
2019-05-20 00:34:38
ლაგარდი მოლაპარაკებას გამართავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ. თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველი დირექტორი კრისტინ ლაგარდი თბილისს სამდღიანი სამუშაო
2019-05-20 11:00:05
სომხეთში საქართველოს საელჩოში ნინო სპანდერაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
2019-05-20 14:25:21
სასამართლო სისტემაში ქირურგიული ჩარევის ჩატარების დროა. ნიკოლ ფაშინიანი.
2019-05-20 15:02:22
მოსამართლეები, რომლებსაც განაჩენი გამოჰქონდათ მოქალაქეთა უფლებების უხეში დარღვევით, უნდა გადადგნენ. ნიკოლ ფაშინიანი.