192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გაშვების შესაძლებლობები გაიზრდება, ამბობს ელჩი
2019-05-07 14:00:13

ანი მინასიანი  "რადიოლურ"

სომხეთსა და საქართველოს შორის ბოლო 27 წლის განმავლობაში დიპლომატიური ურთიერთობების ამჟამინდელი დონის მსგავსი ამ ბოლო პერიოდში არ ყოფილა.  საქართველოში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რუბენ სადოიანმა  "რადიოლურ"-ს დეტალურად წარმოუდგინა მიღწეული წარმატებები თითოეული პუნქტითა და ციფრით და დასკვნების გაკეთება ჩვენ მოგვანდო.

საქართველოს დედაქალაქ თბილისში, ელშვილის ქუჩაზე სახ. 4 -ის კარიდან საუბარი უკვე სომხურ ენაზე წარმოებს. აქ სომხეთის საელჩო, კედლებს მიღმა ხმამაღალი და გაცხარებული საუბარი, მაგიდაზე- სომხური ყავა.

სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რუბენ სადოიანმა ჯერ გამოიკითხა, რა სიახლეებია სომხეთიდან, შემდეგ ჩართო მიკროფონი და "რადიოლურ"-ს ექსკლუზიურ ინტერვიუ მისცა.

შეკითხვას, გარდაიქმნა თუ არა სომხურ-ქართული ურთიერთობები  რევოლუციის შემდეგ, სადოიანმა  არც "დიახ" და არც "არა" არ უპასუხა. ბოლო 1 წლის და 3 თვის განმავლობაში სომხეთსა და საქართველოს შორის პრეზიდენტებისა და პრემიერ მინისტრბის დონეზე ჩატარდა 9  ოფიციალური და არაფორმალური ვიზიტი.

ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან, წინა 27 წლის განმავლობაში სომხურ-ქართულ ურთიერთობებს ასეთი ხარისხი არ ჰქონია. "მე წარმოგიდგინე სტატისტიკა, ვარაუდები და დასკვნები თქვენთვის მომინდვია. ფაქტები თვითონ მეტყველებს", - აღნიშნა მან.

დიპლომატიური ურთიერთობების მაღალი დონიდან გადავდივართ სატრანსპორტო გზებზე. ამ მიმართულებითაც არსებობს პროექტები, როგორც უახლოეს ასევე შორეულ მომავალში.

ერთ-ერთი პროექტის შესახებ საუბრისას ელჩი გვარწმუნებს, რომ უახლოეს მომავალში იგი რეალობად იქცევა. ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი გაფართოვდება რუსეთის მხრიდან, რაც საშუალებას მისცემს გაზარდოს საკონტროლო პუნქტის გაშვების უნარი და ეს თავის მხრივ, პირდაპირ გავლენას მოახდენს საკონტროლო-გამშვებ პუნქტების დატვირთვასა და რიგებზე. სატრანსპორტო სხვა პროექტების განსახორციელებლად ელჩი ვადებარ აღნიშნავს.

"საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და შვეიცარიული კომპანია SGS- ს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები სამმხრივ ფორმატში სამხრეთ ოსეთზე ალტერნატიული მარშრუტის შექმნის თაობაზე".

სომხებმა რა გზითაც არ უნდა იარონ სომხეთიდან საქართველოს მიმართულებით, თუ ალტერნატიული გზით, საქართველოს გავლით ზღვისკენ, ელჩდაჟინებით ადასტურებს, რომ ტელშვილის ქუჩაზე სახ. 4 -ის კარი მათთვის მუდამ ღია იქნება.

2019-05-14 15:37:55
ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
2019-05-14 14:56:12
საგამოძიებო კომიტეტმა დაასრულა საქართველოს მოქალაქეების მიერ მკვლელობის ჩადენის შემთხვევასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
2019-05-15 00:38:08
თბილისი უმასპინძლებს ფესტივალს, რომელიც საიათნოვას მიეძღვნება
2019-05-14 13:00:14
ზოჰრაბ მნაცაკანიანმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ არცახის ხალხის თვითგამორკვევის უფლების უწყვეტ მხარდაჭერას
2019-05-14 12:43:37
გიორგი მარგველაშვილმა კოტეჯი მისი სახლის ეზოში გაქირავების საერთაშორისო ვებგვერდზე უკვე განათავსა