192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
“სომხეთი. კავკასიის სილიკონის ველი“. Arte.tv შეეხო საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებას სომხეთში
2019-05-08 12:26:05

ფრანგულმა არტე.tv–მ სათაურით "სომხეთი. კავკასიის სილიკონის ველი" რეპორტაჟი გამოაქვეყნა, სადაც შეეხო ჩვენს ქვეყანაში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ტენდენციებს და განვითარების პერსპექტივებს. ვიდეოში აღინიშნება, რომ ერთი წლის წინ სომხეთში მოხდა ხავერდოვანი რევოლუცია. "მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პირობა დადო, რომ მთავრობის  ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიების სფერო. დღეს სფერო ელის ახალი მთავრობის ქმედებებს ამ მიმართულებით", ამბობს ავტორი.

ვიდეოში  წარმოდგენილია TuMO ცენტრის შემოქმედებითი ტექნოლოგიების ცენტრი, რომლის ხელმძღვანელი მარი ლუ ფაფაზიანი წარმოადგენს ცენტრის საქმიანობას და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს განვითარების პერსპექტივებს და შესაძლებლობებს.

"ქვეყანაში საინფორმაციო ტექნოლოგიების სფერო ბოლო წლებში იზრდება წლიურად 20% -ით, ასე რომ შეიძლება ითქვას, რომ დღეს სომხეთი კავკასიის სილიკონის ველია", ნათქვამია რეპორტაჟში.