192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საქართველოს რადიოს სომხური ოქროს ფონდი
2019-05-08 13:00:14

საქართველოს საზოგადოებრივი რადიოს ოქროს ფონდში დაცულია სომხური ღირებული და უნიკალური ჩანაწერები, რომელთა გაციფრულება ამ დღეებში მიმდინარეობს. ამის შესახებ იტყობინება სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს ვებგვერდი.

საქართველოს ფონდს სამ მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს, რომელთა შორის მრავალადაა სომხურიც. იგი შეკრებილია  პროგრამის შექმნის პირველი დღიდან.

ქართული რადიოპირველი გადაცემა  1925 წელს  განხორციელდა. 1956 წელს, სხვადასხვაენოვან პროგრამათა შორის გაიხსნა ასევე სომხური გადაცემების განყოფილება, რომლის შექმნის დღიდან არქივში გაიგზავნა და დაცული იქნა ახლა უკვე ისტორიად ქცეული მრავალი ჩანაწერი.

თითქმის 50- წლიანი საქმიანობის მანძილზე სომხური განყოფილების თანამშრომლები რამდენიმე კილოამიან ჩამწერებ იყენებდნენ არა მარტო დედაქალაქ თბილისში, არამედ შორეულ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ხალხი ყოველდღიურად მოუთმენლად ელოდა რადიომაუწყებლებს.

სომხური განყოფილების ბოლო ხელმძღვანელმა სუანა ხაჩატრიანმა "რადიოლურ"- ს განუცხადა, რომ გაკეთდა ისეთი უნიკალური ჩანაწერები, რომლებიც სომხეთშიარ არსებობს.

დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სომხურმა განყოფილებამ არქივიდან ამოიღო ჩანაწერები და რეგულარულად წარმოადგენს ნაწყვეტებს.

გასული წლების განმავლობაში, სომხურმა განყოფილებამ ჩაწერა თბილისის სომხური თეატრის არაერთი სპექტაკლი ("არა ლამაზი", "პეპო", "პატივისათვის", "ნამუსი" და ა.შ.), თბილის ჩასული სომეხი ინტელიგენცია: ჰოვანეს შირაზი, სილვა  კაპუტიკიანი, ვიქტორ ჰამბარძუმიანის გამოსვლა ქართველი აკადემიკოსების წინაშე, კათოლიკოს გარეგინ პირველი, ზურაბ ჟვანიას გამოსვლა ვარდატონზე“,  საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სიტყვა სომხურად  და ასე შემდეგ. მაგრამ ლენტზე ჩაწერილი მრავალი ფირი, არ არის დაცული. გოჰარ მაზმანიანი, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებლის სომხურ განყოფილებაში მუშაობს, დაეხმარა ასევე  სომხური არქივის გადაცემების გაციფრულებაში.

საზოგადოებრივ მაუწყებლის ეროვნულ უმცირესობათა ჩანაწერები სრულად იქნება გაციფრულებული  მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.

2019-05-14 15:37:55
ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
2019-05-14 14:56:12
საგამოძიებო კომიტეტმა დაასრულა საქართველოს მოქალაქეების მიერ მკვლელობის ჩადენის შემთხვევასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
2019-05-15 00:38:08
თბილისი უმასპინძლებს ფესტივალს, რომელიც საიათნოვას მიეძღვნება
2019-05-14 13:00:14
ზოჰრაბ მნაცაკანიანმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ არცახის ხალხის თვითგამორკვევის უფლების უწყვეტ მხარდაჭერას
2019-05-14 12:43:37
გიორგი მარგველაშვილმა კოტეჯი მისი სახლის ეზოში გაქირავების საერთაშორისო ვებგვერდზე უკვე განათავსა