192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
წყალდიდობა კახეთში - მოსახლეობა შველას თხოვს
2019-05-10 12:37:58

,,სპუტნიკ საქართველოს“ ინფორმაციით, ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში კოკისპირული წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ძლიერი წვიმა თელავსა და ახმეტაში, გუშინ, დაახლოებით 22:30 საათზე დაიწყო და მთელი ღამე გაგრძელდა.

ახმეტის რაიონის სოფელ ბაბანეურში გადაუღებელი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა.

ბაბანეურის გარდა, შესაძლოა, სხვა სოფლებსაც შეექმნას პრობლემა, რადგან მდინარე ალაზანი ძალიან ადიდებულია. სხვა სოფლებთან დაკავშირებით ინფორმაციას ველოდები", – განაცხადა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სოსო ქარუმაშვილმა.

რაც შეეხება თელავის მუნიციპალიტეტს, წვიმის შედეგად სოფელ ლეჩურში, ფშაველსა და რუისპირში საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა. ამასთან, თელავში წვიმის შედეგად ხევები ადიდდა.

წვიმამ პრობლემები შეუქმნა პანკისის ხეობის მოსახლეობასაც. სოფელ დუისში, ჯოყოლასა და ხალაწანში დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები. საგანგებო სიტუაციების მეხანძრე-მაშველები ადგილზე იმყოფებიან და მოსახლეობას ეხმარებიან.