192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
წვიმის შედეგად პანკისის ხეობის სოფლებში ინფრასტრუქტურა დაზიანდა
2019-05-10 12:40:53

პირველი არხის უწყებით, წვიმის შედეგად ადიდებულმა ალაზანმა პანკისის ხეობის სოფლებში, დუისში, ჯოყოლოსა და ხალაწანში დააზიანა ინფრასტრუქტურა.

როგორც საქართველოს პირველ არხს ახმეტის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერმა, ვაჟა ნასყიდაშვილმა განუცხადა, მოსახლეობას სახლებში შეუვარდა წყალი, დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები.

მისი თქმით, საგანგებო სიტუაციების მეხანძრე მაშველები ადგილზე არიან და მოსახლეობას ეხმარებიან.

,,ახლა ტექნიკის მობილიზებას ვახდენთ, რომ მდინარის დინებას სოფლის მხარეს მიმართულება შევუცვალოთ”, – ამბობს ვიცე-მერი.

ამასთან, როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მთელი ღამის განმავლობაში უხვმა ნალექმა ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში დააზიანა ინფრასტრუქტურა, დატბორა სახლები და სავარგულები.