192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
უამინდობა თბილისში: საგანგებო სამსახურში 90 შეტყობინება შევიდა
2019-05-13 11:05:40

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან თბილისში, უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილ დატბორვის ფაქტებზე 90-მდე შეტყობინება შევიდა, ნათქვამია უწყების Facebook-გვერდზე.

მეხანძრე-მაშველთა ჯგუფებმა ყველა შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და შესაბამისი დახმარება გაუწიეს მოსახლეობას.

შეტყობინებების უმეტესობა, ძირითადად, დიღმის მასივის, დიდუბე-ჩუღურეთისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონებიდან დაფიქსირდა. ძლიერი წვიმის შედეგად, დაიტბორა საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების ეზოები, სადარბაზოები, სარდაფები და პირველი სართულები. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.

ამ დროისთვის, თბილისის ყველა უბანში ვითარება სტაბილურია.