192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ევროვიზია და ორი ქართველის „სულიკო“
2019-05-13 11:42:53

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, ქართული სიმღერასულიკოევროვიზია 2019–ზე ორმა ქართველმაოთო ნემსაძემ და კვიპროსის წარმომადგენელმა თამთა გოდუაძემ შეასრულეს.

ქართველები ერთმანეთს კონკურსის რეპეტიციაზე შეხვდნენ და შანსი არ გაუშვეს ხელიდან, რომ ქართული სიმღერა ერთად ემღერათ. მათ თანხლება ოთო ნემსაძის ბენდმა გაუწია.

ვარინკა წერეთლისსულიკოძალზე პოპულარულია საქართველოში და არა მხოლოდ. მას ხშირად ხალხურ სიმღერად მიიჩნევენ. მისი ცნობილი შემსრულებლები იყვნენ დები იშხნელები, ლეონიდ უტიოსოვი, ერნსტ ბუში, „ცისფერი ტრიო“, „ორერა“, თამარ გვერდწითელი, ნინო ქათამაძე, ბედროს კირკოროვი და სხვა.

 

ევროვიზია 2019" თელ-ავივში გაიმართება. კონკურსის პირველი და მეორე ნახევარფინალები და ფინალი, შესაბამისად, 14, 16 და 18 მაისს გაიმართება. ნემსაძე სიმღერითსულ წინ იარე" 14 მაისს, პირველი ნახევარფინალური საღამოს მეორე ნაწილში მე-11 ნომრად წარდგება.

ევროვიზიას" ქართველი მაყურებელი, ტრადიციულად, პირველი არხის პირდაპირ ეთერში 23:00 საათიდან ნახავს.

ოთარ ნემსაძე წარმოშობით გორიდანაა. დაიბადა 1989 წლის 18 ივნისს. მუსიკით ბავშვობიდან იყო გატაცებული. ნემსაძის მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო, როდესაც მან ვოკალურ სატელევიზიო შოუჯეოსტარში" გაიმარჯვა. ოთო კარიერის დასაწყისშივე გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობით, საკუთარ თავზე მუშაობის უნარითა და მარცხთან შეურიგებლობით. მალევე გაიბრწყინა ქართულ-უკრაინულ შოუში „10+10", 2013 წელს კი სახელი გაითქვა უკრაინაში, როდესაც უკრაინულიხმის" (Голос) ფინალში მოხვდა.

2015 წელს მეორე ადგილი დაიკავა უკრაინულის ანალოგიურ ქართულ შოუში – „ერთი ერთში". 2013 წელს ოთო ნემსაძემ ჩაწერა სადებიუტო ალბომიფიქრების ზღვა".

2019-05-14 15:37:55
ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
2019-05-14 14:56:12
საგამოძიებო კომიტეტმა დაასრულა საქართველოს მოქალაქეების მიერ მკვლელობის ჩადენის შემთხვევასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
2019-05-15 00:38:08
თბილისი უმასპინძლებს ფესტივალს, რომელიც საიათნოვას მიეძღვნება
2019-05-14 12:43:37
გიორგი მარგველაშვილმა კოტეჯი მისი სახლის ეზოში გაქირავების საერთაშორისო ვებგვერდზე უკვე განათავსა
2019-05-14 13:00:14
ზოჰრაბ მნაცაკანიანმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ არცახის ხალხის თვითგამორკვევის უფლების უწყვეტ მხარდაჭერას