192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
არარატის მთის ჩრდილში: მექსიკელი ბლოგერის შთაბეჭდილებები სომხეთზე
2019-05-13 13:36:49

ცნობილმა მექსიკელმა  ბიზნესმენმა  და ბლოგერმა  დები ბერდემ გასულ კვირას სომხეთში მოგზაურობის შემდეგ მშვენიერი სტატია გამოაქვეყნა სომხეთის შესახებ.

სტატიაში ბლოგერი აღნიშნავს, რომ სომხეთის მდებარეობს კავკასიის მთიან რეგიონში, აზიასა და ევროპას შორის: ვულკანების, ეკლესიების და  არქეოლოგიური განძების ქვეყანა სომხეთი – კულტურებისა და ისტორიების მეტად საინტერესო შერწყმაა.

 „სომხეთის დედაქალაქი ერევანი ცნობილია, როგორც „ვადისფერი ქალაქი“, რადგანაც შენობები აქ აშენებულია  ვარდისფერი ვულკანური წარმოშობის ქვისაგან - ტუფისაგან. ერევანი რომზე 29 წლით ადრე აშენდა. სიმბოლურია, როცა მატენადარანი, სადაც ინახება უძველესი ხელნაწერები გადმოჰყურებს ქალაქის მთავარ ქუჩას.  ერევანი ეს არის ადგილი, რომელსაც ჩვენ  გადავყავართ წარსულის სამფლობელოში. ერევნიდან ჩვენ გავემგზავრეთ მდინარე აზატის ხეობაში სამკუთხოვან კლდეზე აღმართულ გარნის ტაძართან. ეს არის ერთადერთი შენობა ყოფილ საბჭოთა კავშირში, რომელიც ძველრომეული სტილისაა და მდებარეობს რომიდან ყველაზე შორს. გარნის ტაძრის მახლობლად მდებარეობს არა ნაკლებ მომხიბლველი გეღარდის ეკლესია. ერთი სიტყვით, ჩვენი მუდმივი მხლებლის არარატის მთის ფონზე ერევანი მეტად მიმზიდველი ქალაქია, რომლის ისტორა, კულტურა და ადამიანები გვაიძულებელ მუდამ შეყვარებული დავრჩეთ მასზე“-წერს ბლოგერი.