192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ღრუბლების ნაცვლად სახლი - კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო ჭურვმა ოჯახი დააზარალა
2019-05-13 13:37:13

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემიდან გასროლილი ჭურვი სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს მოხვდა და სახლის სახურავი და იატაკი დააზიანა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

უამინდობის, გადაუღებელი წვიმისა და სეტყვის გამო კახეთის მოსახლეობას მერამდენე დღეა პრობლემები შეექმნა - გადაუღებელმა წვიმებმა ზოგიერთ სოფელში დატბორა საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები, დააზიანა ინფრასტუქტურა და გაანადგურა მოსავალი. ამასთან, მოსავლის ზარალის შესამცირებლად, სპეციალისტები სეტყვის საწინააღმდეგო სისტემას იყენებენ.

სოფელ ჯუგაანში ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. ქართველი სპეციალისტები სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის გაუმართავი მუშაობის შესახებ განმარტებებს მწარმოებელი ბულგარული კომპანიისგან მოითხოვს.

კიკილაშვილების ოჯახს მიყენებულ ზარალსბუნებრივ პროცესებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი" აუნაზღაურებს, რომელიც კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების მუშაობას ოპერირებს.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოში 2015 წლის გაზაფხულზე ამოქმედდა. პირველად ის კახეთში დამონტაჟდა. მას შეუძლია სეტყვასაშიში ღრუბლების აღმოჩენა და საწყის სტადიაზე მათი კონტროლი. კახეთის ყველა რაიონში საცეცხლე წერტილებია განლაგებული. განიხილება სისტემის დამონტაჟების შესაძლებლობა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც.