192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
დაიწყო რობერტ ქოჩარიანისა და სხვათა საქმეზე წინასწარი სასამართლო ხდომა
2019-05-13 17:12:01

დღეს ერევნის საერთო იურისდიქციის სასამართლოში დაიწყო „2008 წლის 1-ლი აპრილის საქმის“ გამოცალკევებული ნაწილის განხილვა, სრ მეორე პრეზიდენტის რობერტ  ქოჩარიანის, 2008 წელს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის არმენ გევორგიანის, 2008 წელს თავდაცვის მინისტრის მოადგილის სეირან ოჰანიანის, 2008 წელს  თავდაცვის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის  იური ხაჩატუროვის შესახებ.  სრ ყოფილი თანამდებობის პირების შესახებ საქმე გადეცა მოსამართლე ვარდან გრიგორიანს.

ამ წინასწარ სასამართლო სხდომაზე  განიხილება მხოლოდ აღკვეთის ღონისძიების არჩევის შესახებ  შუამდგომლობა.
რობერტ  ქოჩარიანს  2008 წლის 1-ლ მარტის სისხლის სამართლის  საქმით ბრალი ედება კონსტიტუციური წესრიგის დამხობაში.  მეორე სხვა ბრალდების მიხედვით, რობერტ  ქოჩარიანმა  2008 წლის თებერვლისა და მაისის თვეში სილვა ჰამბარძუმიანისაგან მიიღო განსაკუთრებით მსხვილი ოდენობის ქრთამი  -   3 მილიონი აშშ დოლარი.
სეირან ოჰანიანს 1-ლი მარტის საქმით ბრალად ედება სხვა პირებთან  ერთად კონსტიტუციური წესრიგის დამხობა, როცა მას ეჭირა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობა.
იური ხაჩატუროვს 1-ლი აპრილის  საქმით ბრალდება ექნა წაყენებული, რომ ის აღნიშნული დროის მონაკვეთში იკავებდა  თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას და იყო ერევნის გარნიზონის უფროსი, სხვა პირებთან ერთად იყო  კონსტიტუციური წესრიგის დამხობის თანამონაწილე.  
არმენ გევორგიანს, რომელიც იმ  დროისათვის სომხეთის პრეზიდენტის აპარატის ხელძღვანელი იყო,  2008 წლის 1-ლ მარტის სისხლის სამართლის  საქმით ბრალი ედება  რობერტ ქოჩარიანის ხელშეწყობაში და კონსტიტუციური წესრიგის დამხობაში.  

გარდა ამისა,  საბრალდებულო დასკვნის თანახმად, არმენ  გევორგიანმა,  რომელიც  მაშინ თანამდებობის პირი იყო,  2008 წლის აპრილის თვეში  ბიზნესმენ სილვა ჰამბარძუმიანისაგან, სამველ მაირაპეტიანის ხელშეწყობით,   მიიღო განსაკუთრებით მსხვილი ოდენობის – 1 მილიონი დოლარის ქრთამი, ისევე როგორც დააკანონიერა დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავალი.