192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ბათუმში კინოფორუმი „თანამეგობრობა“ იწყება
2019-05-14 01:00:51

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით, დსთ-ის ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა საერთაშორისო კინოსკოლის - „თანამეგობრობისმეოთხე სეზონი სამშაბათს, 14 მაისს, ქალაქ ბათუმში გაიხსნება.

როგორცSputnik-საქართველოსორგანიზატორებმა განუცხადეს, 2019 წელს კინოსკოლა უმასპინძლებს 70-ზე მეტ მონაწილეს 14 ქვეყნიდან: საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვადან, მოლდოვიდან, ტაჯიკეთიდან, უზბეკეთიდან, უკრაინიდან და ესტონეთიდან. ღონისძიების საინფორმაციო პარტნიორია საინფორმაციო სააგენტო და რადიოSputnik-საქართველო“.

წელს კინოსკოლათანამეგობრობამგააფართოვა საზღვრები, განრიგი, ჩვენება. გაიმართება არა მხოლოდ ტრადიციად ქცეული მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი, ფილმების პრემიერა, არამედ ფორუმის მსვლელობისასთანამეგობრობისმონაწილეთა მიერ ექსპერიმენტული ალმანახის გადაღებები, დაგეგმილია სპეციალური მოვლენები: ჩვენებები სახურავზე და მრავალი სხვა. „თანამეგობრობასაგანმანათლებლო გზავნილს შეიცავს - თან არა მხოლდ თეორიულს, არამედ პრაქტიკულსაც“, - უამბო Sputnik- კინოსკოლის პროგრამულმა დირექტორმა ალექსანდრ ჟუკოვმა.

ჟუკოვის სიტყვებით, „თანამეგობრობისპროგრამით მონაწილეებს ასევე ელოდება მასტერ-კლასები, მრგვალი მაგიდა საერთაშორისო კინოთანამშრომლობის პრობლემებზე, ფილმების განხილვა. ღონისძიება გაიხსნება გამოჩენილი ქართველი რეჟისორის გიორგი დანელიას ხსოვნისადმი მიძღვნილი სეანსით და მისი ფილმითარ დაიდარდო!“.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, წელს ახალგაზრდა კინემატოგრაფების კურატორებად მოგვევლინებიან ახალი კინემატოგრაფიული თაობის ცნობილი რეჟისორები.

ტრადიციულად, ჩვენი მონაწილეების კურატორების როლში გამოდიან ცნობილი რეჟისორები, რომელთა სახელებიც წინა საფესტივალო წელს გაჟღერდა. ასე იყო შარშანაც, როდესაც კურატორები გახდნენ ალექსეი გერმანი, ალექსანდრ კოტი, მიხეილ სეგალი. ასეა წელსაც: ალექსეი ჩუპოვი, ნატალია მერკულოვა, ნატალია კუდრიაშოვა, რომლის ფილმიადამიანი, რომელმაც ყველა დაინახადაჯილდოვდა ვენეციის ფესტივალზე; ალექსეი ფედორჩენკო, რომლის ფილმმაანას ომმარუსეთის ყველა კინოპრემია მიიღო; რომან ბილიკი, რომელსაც კანის ფესტივალის ჯილდო ერგო; ივან ტვერდოვსკი, 50-ზე მეტი მნიშვნელოვანი საერთაშორისო კინოფესტივალის ლაურეატი; ვლადიმერ ბიტოკოვი, სოკუროვის მოსწავლე, რომლის დებიუტი საუკეთესო გახდა შარშანდელკინოტავრზედა სხვ“, - ამბობს ჟუკოვი.

აღსანიშნავია, რომ ყველა ზემოხსენებულ ფილმს საქართველოში პირველად ნახავენ. ჩვენება მოზარდ მაყურებელთა თეატრში გაიმართება.

თანამეგობრობისკონკურსს შეაფასებს კრიტიკოსთა საერთაშორისო ჟიური. წელს ჟიურის წევრები არიან ინა ბეზირგანოვა (საქართველო), ალექსანდრ გუსევი (უკრაინა), ემილ ჯუმაბაევი (ყირგიზეთი), მოკლემეტრაჟიანი კონკურსლისტოპადისკურატორი ნიკოლაი ლავრენიუკი, კინომცოდნე, ჟურნალკინოხელოვნებისრედაქტორი ევგენი მაიზელი, ვებგვერდის Кино-театр.Ру მთავარი რედაქტორი ჟან პროსიანოვი, კინომცოდნე დიმიტრი საველიევი (რუსეთი).

ტრადიციულად, საუკეთესო ფილმებს მონაწილეთა საერთო კენჭისყრით გამოავლენენ. მათ ოსტატებისა და პრესის დიპლომებსა და პრიზებს გადასცემენ.

კინოსკოლის ორგანიზატორია კინოკომპანია М Премьера. პროექტი დსთ-ის წევრ სახელმწიფოთა ჰუმანიტარული თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი ფონდის მხარდაჭერით იმართება. გენერალური პროდიუსერი და სამხატვრო ხელმძღვანელი - რუსეთის კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა აკადემიისნიკასწევრი, მოსკოვის პრემიის ლაურეატი ვიაჩესლავ შმიროვი.

კინოსკოლის არსებობის განმავლობაში, სხვადასხვა წელს, 130-ზე მეტი ფილმის ჩვენება გაიმართა, მისი სპიკერები კი იყვნენ ისეთი ცნობილი კინემატოგრაფისტები, როგორებიც არიან ალექსანდრ სოკუროვი, ალექსანდრე მინდაძე, ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი, კარენ გევორქიანი, სერგეი ტრიმბაჩი, ნატალია მეშჩანინოვა და სხვები.